„სახლიდან გასვლამდე, 1-2 წუთით უნდა ჩამოჯდე...“ - ეზოთერიკოსი გვასწავლის როგორ მოვიქცეთ, თუ გასაღები ან რამე ნივთი სახლში დაგვრჩა

სახლის კარი

მაია ყუფარაძე საზოგადოებას უზიარებს რეკომენდაციას იმ ცრურწმენებთან დაკავშირებით, რომელიც სახლში რამე ნივთის დარჩენას უკავშირდება.

ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება, რომ სახლიდან გასულს აღმოგვიჩენია, რომ საფულე, გასაღები, საბუტები დაგვრჩა... რა თქმა უნდა, იძულებული ვხდებით რომ მივბრუნდეთ, მაგრამ თან ვფიქრობთ, რომ აი, დღეს უკვე „დავითარსეთ“...

თუმცა, როგორც ეზოტერიკოსი განმარტავს, ეს სულაც არ არის ასე:

„გადიხარ სახლიდან, მიდიხარ სამსახურში, უცებ აღმოაჩენ, რომ გასაღებს კარგავ, ან გრჩება ტელეფონი/რამე ნივთი და სახლში დაბრუნება გიწევს, ამ დროს სამყარო მიგანიშნებს და რაღაცას გაცილებს. შეიძლება, გასვლისას მანქანა გეჯახებოდა, ან თავში რამე გეცემოდა, იმ მომენტში, ღმერთმა დაგაბრუნა და დაგიცვა.

ზოგი იტყვის, დავითარსეო, კი არ დაითარსე, სამყარომ დაგიცვა. შენ ხომ შენი მფარველი ანგელოზი გყავს. მაგ დროს, იღებ იმ ნივთს, რაც დარჩა და 1-2 წუთით უნდა ჩამოჯდე, (გამგზავრების დროსაც აკეთებენ) სარკეში ჩაიხედო და შენს თავს უთხრა: „მე წარმატებები და ჩემო ასტრალო, შენ დაიცავი ჩემი სახლი“ და გახვიდე“, - ამბობს მაია ყუფარაძე.