1754511189
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში 2025 წლის აგვისტოს თვის სავსემთვარეობის ტენდენციების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამასთან, წერს, თუ როგორი იქნება ზოგადი პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
„2025 წლის აგვისტოს თვის სავსემთვარეობის ტენდენციები და ზოგადი პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. მთავარი თემა: გაცხადება, გამჟღავნება.
(სავსემთვარეობის პიკი 9 აგვისტოს 11:54 სთ - ზე, მერწყულის 17-ე გრადუსზე) საკმაოდ არასტანდარტული, ქაოსური პერიოდია, ფეთქებადობით, გაუგებრობებით, დრამატულობით, მოულოდნელად ძველი სიტუაციების გამჟღავნებებითა და ურთიერთობების საბოლოოდ ნგრევის ან (რყევებს რომელი კავშირიც გაუძლებს) განახლებისა და მტკიცე ფუმდამენტის შექმნის. მიუხედავად ტკივილისა, გამოფხიზლებისთვის და ცხოვრების რადიკალური ცვლილებებისთვის ეს პერიოდი შესაძლოა საუკეთესო იყოს!
მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ ის რაც გაქვთ, განსაკუთრებით უახლოეს დღეებში აკონტროლეთ სიტყვები, ფრთხილად იყავით გზებზე, ელექტრობასთან, ფეთქებად საშიშ ნივთიერებებთან თუ ტექნიკასთან, ცეცხლსასროლ იარაღთან და ზოგადად ცეცხლთან.
არ გამოვრიცხავ მიწისძვრებსა და ხანძრებს.
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კანს მოუფრთხილდით და გახსოვდეთ, რომ ნერვული სისტემა და ემოციური ფონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი რამაა ჯანმრთელობის საკითხებში.
მოიმატებს სამედიცინო ოპერაციების რისკიც. ამ ყველაფერს ემატება იმპულსურობა, ხასიათცვალებადობა, რაც სირთულეების შემქმნელი შეიძლება იყოს ბევრი ადამიანისთვის.
დამუხტეთ წყალი და მინერალური ქვები, მთვარის შუქზე დააწყვეთ საფულეები (საღამოდან პიკამდე)
სავსემთვარეობა გვაქვს ლომ-მერწყულის ღერძზე მე 17-ე გრადუსში, შესაბამისად უფრო გამოხატული ეს პერიოდი იქნება ლომი - მერწყული ასევე კურო-მორიელის ნიშნის შუა პერიოდში დაბადებულთათვის
ვნახოთ თუ როგორი აისახება ეს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეული ნიშანზე:
ვერძი
მატულობს თქვენი შარმი, ასევე ჩართულობა სოციალურ სივრცეებში. აქცენტირებულია მეგობრების თემა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ გონივრულად სიახლეებთან დაკავშირებით, სხარტად მაგრამ გააზრებულად და სტრატეგიულად. ამ პერიოდში შესაძლოა არაერთი თანამოაზრე და მხარდამჭერი გაიცნოთ. დაგეგმეთ, განახორციელეთ, მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა ღონისძიებებში რადგან ახლა მშვენივრად წარმოაჩენთ საკუთარ თავს.
კურო
აქცენტირებულია კარიერასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მნიშვნელოვანი თემები შეიძლება ეხებოდეს დედობის / მამობის საკითხს. მთავარია არ მოდუნდეთ, ახლა დასვენების დრო არ არის. თუ გსურთ დაწინაურება ან ახალ სამსახურში გადასვლა, მეტი დიპლომატიითა და გაბედულებით უნდა იმოქმედოთ. (12 აგვისტოს შემდეგ) ხელმძღვანელობა თქვენს მიმართ ან ძალიან კეთილგანწყობილია ან პირიქით შესაძლოა ცოტა აგრესიულიც.
ტყუპები
ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, სამყაროსეულ მინიშნებებს. მიმდინარე პროცესები მთლიანად თქვენს მსოფლხედველობაზე აისახება. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ ნურც მოეშვებით. დაიმშვიდეთ ემოციური ფონი არომათერაპიის დახმარებით. თქვენთვის აქტუალურია განათლებასთან და ზოგადად უცხოეთთან, ასევე ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
კირჩხიბი
სავსემთვარეობა თქვენთვის გარკვეულწილად ტრანსფორმაციული ხასიათის იქნება, მოემზადეთ ძირეული ცვლილებებისთვის, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავებისა და სხვა პროცესების გადაჭრისთვის. გამოიყენეთ ეს დრო ფობიებზე და ღრმა კომპლექსებზე სამუშაოდ. ასევე კარგი პერიოდია ჩასახვისთვის.
ლომი
ახლა თქვენი დროა, მატულობს თქვენი შარმი, მაგნეტიზმი, ახალი შემოთავაზებები, ახალი პარტნიორები, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროში. მთავარია არ გადაამეტოთ, გამართლებულია მხოლოდ რეალიზებული ამბიციები! კარგად დაფიქრდით მოქმედებამდე, იაქტიურეთ, ახლა თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!
ქალწული
დიდ, განსხვავებულ საქმეებს ახლა ნუ შეეჭიდებით, დაასრულეთ უკვე არსებული გეგმები, მალე თქვენი დრო დგება, იქამდე კი იმოქმედეთ ზომიერების ფარგლებში, ყურადღება მიაქციეთ ენერგოტონუსს, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, ეფექტურია ამ პერიოდის გამოყენება გამაჯანსაღებელი და საპროფილაქტიკო პროცედურებისთვის, ასევე შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
სასწორი
შემოქმედებითი განწყობა, ბევრი ფერები, სილაღე, ჰაერსაც კი სიყვარულის სუნი აქვს ახლა თქვენთვის! დატკბით ამ რეალობით, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ნეგატიურ ადამიანებთან კომუნიკაციით, აქტუალურია ბავშვებთან დაკავშირებული თემები. შესაძლოა სამყარომ მალე თავად დაგაჯილდოოთ პატარათი.
მორიელი
აქტუალური საკითხები შეეხება უძრავ ქონებას, მშობლებს, ოჯახს, სახლს, შესაძლოა სწორედ ახლა დაასრულოთ რემონტი ან გადაწყვიტოთ თანაცხოვრება საყვარელ ადამიანთან. მთავარია გქონდეთ ამის რწმენა. შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, ნუ იქნებით რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისას, დაფიქრდით იმაზე რომ თქვენი ცხოვრება თქვენივე ფიქრებისა და შიშების ანარეკლია.
მშვილდოსანი
გზები, აქტიურობა, კომუნიკაციები, ახალი ნაცნობობა, საინფორმაციო სივრცის გაფართოება. ახლა თქვენი მთავარი იარაღი თქვენი გამჭრიახობა და თქვენი ენაა! აწარმოვეთ მოლაპარაკებები, იყავით მობილური, მაგრამ შოკის მომგვრელი სიახლეებით ნუ დასტრესავთ საყვარელ ადამიანებს. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის!
თხის რქა
შესაძლოა, სწორედ ახლა ჩაეყაროს საფუძველი საქმიანობას, რომელიც ახალ შემოსავალს მოგიტანთ, მატერიალური საკითხები მეტად აქტუალურია, თუმცა თავი შეიკავეთ საეჭვო პროექტებში ჩართულობისგან, რადგან წარუმატებლობის ალბათობა ახლა საკმაოდ დიდია. შესაძლოა ფინანსური საჩუქარი ან წახალისება სამსახურში ხელფასის დანამატის სახით. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს, იყავით სათანადოდ აქტიური, რათა არ დაკარგოთ ამ არასტანდარტულ პერიოდში ხელსაყრელი შანსები.
მერწყული
იაქტიურეთ! ახლა სამყარო მთლიანად თქვენი მსგავსი არასტანდარტული, ბრწყინვალე, ასევე ნაწილობრივ შოკის მომგვრელი გზებით მოქმედებს! მთავარია სწორი სვლა, კარგი სტრატეგია და მეტი სიმშვიდე, ყველაფერი სასიკეთოდ იმუშავებს. აქტუალურია იმიჯთან, „მე“სთან ასევე პარტნიორობის თემასთან დაკავშირებული საკითხები.
თევზები
მშვენიერი პერიოდია სულიერი პრაქტიკებისთვის, თვითჩაღრმავებისთვის, ახლა განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაციები, ვიზუალიზაცია. სამყაროსთან განსხვავებული კავშირი გაქვთ, შესაძლოა გარემო და ადამიანებიც თქვენზე გამაღიზიანებლად მოქმედებდნენ, ამიტომ ნუ დაღონდებით, გამოიყენეთ ეს ზეციური საჩუქარი ეფექტურად. გარდა ამისა შესაძლოა აქტუალური იყოს ემიგრაციის თემა, ან თავი დაიხსნათ რაღაც ხანგრძლივი იზოლაციიდან“.