შიდა ქართლში ერთი ადამიანი მოკლეს - დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მისული ორი პოლიციელი

მკვლელობა

შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს - დამატებითი დეტალების გასარკვევად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. 

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.