„მოიშორე უიღბლობა!“ - მარტივი პრაქტიკა ციფრული ფსიქოლოგისგან

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი იღბალი და ენერგეტიკა

ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი მარტივ, 1-წუთიან პრაქტიკას გვიზიარებს, რომელიც, მისი თქმით, უიღბლობისგან გათავისუფლებასა და პოზიტიური ენერგიის მოზიდვაში დაგვეხმარება. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე სიტყვის სამჯერ გამეორებაა საჭირო:

„მოიშორე უიღბლობა! თქვი 3-ჯერ: „რაც გაჩერდა — დაიძვრება. რაც არ გამოდიოდა — გამოვა. რაც გაჭიანურდა — გადაწყდება. რაც მაწუხებდა — გაქრება. უიღბლობა გვერდს ამივლის, იღბალი კი ჩემთან დაბრუნდება. თან მოიტანს სიუხვესა და კეთილდღეობას. დაე იყოს ასე“, - წერს მელიქიშვილი.