ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც გერმანელი სუვერენისტების ფლაგმან პარტია AfD-მ  45,5 % დააგროვა, შეიძლება პოლიტიკურ მიწისძვრას შევადაროთ - ბიძინა გიორგობიანი

ბიძინა გიორგობიანი

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი გერმანიისა და მთლიანად ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისად შეიძლება იქცეს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული შედეგი უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური მიმდინარეობის წარმატება და მას უფრო ფართო პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისად განიხილავს.

“ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც გერმანელი სუვერენისტების ფლაგმან პარტია AfD-მ  45,5 % დააგროვა, შეიძლება პოლიტიკურ მიწისძვრას შევადაროთ. ეს მიწისძვრა ის ძალაა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის თიხის კოლოსს ფეხებს მოამტვრევს და ევროკავშირის სხვა წევრებს გზას გაუკვალავს. დღევანდელი მოვლენა აღარაა პოლიტიკური მიმდინარეობის ტრიუმფი, ეს შუქცევადი და დიდი პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისია.” - წერს ბიძინა გიორგობიანი.