ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

გორი - ავარია

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა.

"ვიღაცის მუცლის ხეთქვის გამო ანგელოზები კვდებიან. როგორ მეცოდები, მარიამ და ვაიმე, შენს დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი შვილო..." - წერს ირმა მთიულიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.