მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას

amindi

14 ივლისიდან საქართველოს რიგ რეგიონებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდსა და გუდაურში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში. ელჭექი და ქარის გაძლიერება.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, თუმცა დღის მეორე ნახევარში ადგილობრივად შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი.

შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ ამინდის გაფრთხილებებს და გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.