1792692902
შტორმ „ადამის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად საფრანგეთში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა
შტორმ „ადამის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად საფრანგეთში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შტორმმა სამხრეთ საფრანგეთში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია, რამაც ქუჩები დატბორა და ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.
მათივე ცნობით, ბუშ-დიუ-რონის რეგიონში ორი ქალი სარდაფში დაიხრჩო, კორსიკაზე კი წყალდიდობას ავტომობილში მყოფი მამაკაცი ემსხვერპლა. პოლიციას მეოთხე გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
როგორც „ბიბისი“ წერს, ქალაქების – მურიესსა და სენ-მარტენ-დე-კროს ათობით მცხოვრები საგანგებო თავშესაფრებში მოათავსეს.
ამასთან, საფრანგეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, Météo-France-მა განაცხადა, რომ ხუთშაბათის საღამოდან პარასკევის ჩათვლით საფრანგეთის დასავლეთის ხუთი დეპარტამენტში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რის გამოც მათ საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადეს.











