თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში „ძალიან შეშფოთებულია“ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებით, რომლებიც ირანის წინააღმდეგ „მთელი ცივილიზაციის“ განადგურების მუქარას შეიცავდა. აღნიშნული ინფორმაცია სამშაბათს, 7 აპრილს, გენერალური მდივნის პრესსპიკერმა გაავრცელა.
სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, გუტერეშს აშფოთებს რიტორიკა, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების გამო მთელი ხალხის ან ცივილიზაციის დასჯას უშვებს.
„გენერალური მდივანი ძალიან შეშფოთებულია იმ განცხადებებით, რომლებიც გუშინ და დღეს დილით მოვისმინეთ... რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მთელ ხალხს ან ცივილიზაციას შესაძლოა პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგების გაზიარება მოუწიოს“, - აღნიშნა დიუჟარიკმა.
პრესსპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არანაირი სამხედრო მიზანი არ ამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის მასობრივ განადგურებას ან სამოქალაქო მოსახლეობისთვის განზრახ ასეთი ტანჯვის მიყენებას.