მაკა ლუკავა

საზოგადოება • 1792698539

„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე!! მადლობა!!!ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“, - წერს მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში.ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრის დროს დაშავდა.„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1792696884

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღე ენერგიული და მოვლენებით დატვირთული იქნება. სამსახურში შესაძლოა საინტერესო წინადადება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. საღამოს დასვენება სასარგებლო იქნება.კუროფინანსური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გაჩნდეს, თუმცა სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას მოგიხსნით.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.კირჩხიბიემოციურად მგრძნობიარე დღე გელით. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება.ლომიდღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. პროფესიულ საქმიანობაში შესაძლოა თქვენი შრომა დააფასონ. სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობაა მოსალოდნელი. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.ქალწულიპრაქტიკული აზროვნება რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ დაუმთავრებელ საქმეებზე. პირად ცხოვრებაში ზედმეტი კრიტიკისგან თავი შეიკავეთ.სასწორიდღე ჰარმონიისა და ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობას მოგცემთ. შესაძლოა ძველ მეგობარს შეხვდეთ ან სასიამოვნო შეტყობინება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.მორიელიახალი ეტაპის დასაწყისის სიმბოლური პერიოდია. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. ინტუიცია დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.მშვილდოსანისაინტერესო შესაძლებლობები შესაძლოა მოულოდნელად გამოჩნდეს. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი იდეებისა და სამომავლო მოგზაურობის დაგეგმვისთვის. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს.თხის რქაპროფესიული საკითხები დღის მთავარ თემად იქცევა. თქვენი პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა დადებით შედეგს გამოიღებს. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიშემოქმედებითი იდეებითა და მოულოდნელი შეხვედრებით დატვირთული დღეა. შესაძლოა საინტერესო თანამშრომლობის პერსპექტივა გამოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონეთ.თევზებიინტუიცია და ემოციური მგრძნობელობა განსაკუთრებით გამძაფრდება. კარგი დროა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, საღამო კი მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ნიკოლოზ მეტრეველი

პოლიტიკა • 1792663150

ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს - ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი

დავით გარეჯის გარშემო წარმოებული უსინდისო კამპანიაც საზოგადოების ყველაზე მტკივნეულ განცდებზე თამაშობდა. ადამიანების გულწრფელი სიყვარული საკუთარი ისტორიისა და სიწმინდეების მიმართ არავის აძლევს უფლებას, მათი ემოციები პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, „ასავალ - დასავალის“ წამომადგენლის დიტო ჩუბინიძის დაკავებს სოციალურ ქსელში.მეტრეველი აღნიშნავს, რომ საჭიროა საფუძვლიანი გამოძიება და მკაფიო პასუხი ყველა კითხვაზე, კერძოდ, უნდა დადგინდეს, როგორ მზადდებოდა ეს მასალები, ვინ აწვდიდა ინფორმაციას „ასავალ - დასავალს“, არსებობდა თუ არა შეთანხმებული მოქმედება და მონაწილეობდნენ თუ არა სხვა პირები.„დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს. „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი ჩუბინიძის საქმეზე პროკურატურის განცხადება უმძიმესია: გამოძიების მტკიცებით, გარეჯის ნაწილის საიდუმლოდ გადაცემის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობას ხელი შეუშალა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თვიდან თვემდე ერთი და იგივე პოლიტიკური ხელწერა იკვეთება: გამოაცხობენ ახალ სკანდალს, ატეხენ აჟიოტაჟს, საზოგადოებას უმძიმეს ბრალდებებს მიაყრიან, ხოლო როდესაც მტკიცებულებების წარდგენის დრო დგება, უკვე შემდეგ თემაზე გადადიან. ძველ ბრალდებებზე პასუხი არ აქვთ გაცემული და უკვე ახალი „სენსაცია“ მზად აქვთ: ახალი სათაურებით, ახალი შეძახილებითა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იმავე პათოსით. დავით გარეჯის გარშემო წარმოებული უსინდისო კამპანიაც საზოგადოების ყველაზე მტკივნეულ განცდებზე თამაშობდა. ადამიანების გულწრფელი სიყვარული საკუთარი ისტორიისა და სიწმინდეების მიმართ არავის აძლევს უფლებას, მათი ემოციები პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს. ცხადია ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. საზოგადოებას აქვს უფლება, თითოეულ ბრალდებაზე მოითხოვოს პასუხი: რას ეფუძნებოდა, რით დასტურდებოდა და რატომ უნდა დაეჯერებინა? ახალი თემის გამოცხობა ძველ ნათქვამზე პასუხისმგებლობას ვერ წაშლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დავით გარეჯს, სახელმწიფო საზღვარსა და ქვეყნის ინტერესებს ეხება. სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებ? დადე მტკიცებულება! საზოგადოებას საიდუმლო გარიგებაზე ესაუბრები? წარმოადგინე დამადასტურებელი ფაქტები! ასეთი ბრალდებების გამავრცელებელს პასუხიც მოეთხოვება, მხოლოდ ხმამაღალი შეძახილებითა და პატრიოტული პოზით კითხვებს ვერ გაექცევა. სწორედ ამიტომ მოვითხოვ საფუძვლიან გამოძიებასა და მკაფიო პასუხებს. უნდა დადგინდეს, როგორ მზადდებოდა ეს მასალები, ვინ აწვდიდა ინფორმაციას, არსებობდა თუ არა შეთანხმებული მოქმედება და მონაწილეობდნენ თუ არა სხვა პირები. გავიმეორებ: საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით თამაში ძვირად უჯდება ქვეყანას. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი!“ - წერს მეტრეველი.

ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1792610518

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიაქტიური და დატვირთული დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ფინანსური საკითხების მოგვარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.  კუროხელსაყრელი დღეა ფინანსების მოწესრიგებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. შესაძლოა, ძველი ნაცნობისგან სასიამოვნო ამბავი შეიტყოთ. სიყვარულში მეტი გულწრფელობა ურთიერთობას გაამყარებს.  ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. ნუ აჰყვებით ჭორებს და გადაწყვეტილებები გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღეთ.  კირჩხიბიემოციურად მგრძნობიარე დღე გელით. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს. სამსახურში შესაძლოა, დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. საღამოს დასვენება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. ლომითქვენი თავდაჯერებულობა და ინიციატივა ყურადღებას მიიპყრობს. ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისა და საკუთარი იდეების წარდგენისთვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.  ქალწულიდღეს ორგანიზებულობა თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. შეძლებთ იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ფინანსურ სფეროში უმჯობესია, თავი შეიკავოთ დაუგეგმავი ხარჯებისგან.  სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. პროფესიულ საქმიანობაში ახალი იდეები გაგიჩნდებათ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები სხვების მოლოდინებს არ შესწიროთ.მორიელი შინაგანი ცვლილებებისა და ახალი მიზნების დასახვის დროა. შესაძლოა, ძველი პრობლემა მოულოდნელად მოგვარდეს. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.  მშვილდოსანი ახალი შთაბეჭდილებებისა და საინტერესო შეხვედრების დღეა. შესაძლოა, მოგზაურობასთან ან განათლებასთან დაკავშირებული სასიამოვნო სიახლე მიიღოთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი კარგად შეაფასეთ.  თხის რქა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან დადებითი შეფასება მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და სამსახურის საქმეები სახლში არ გადაიტანოთ.მერწყულიმოულოდნელი იდეები და ახალი შესაძლებლობები დღის მთავარი თემები იქნება. კარგი დროა მეგობრებთან თანამშრომლობისა და შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც სამომავლო გეგმებზე დაგაფიქრებთ.  თევზებიინტუიცია და შემოქმედებითი აზროვნება განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა, მოულოდნელმა შეხვედრამ სასიამოვნო ემოციები მოგიტანოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კვარა

სპორტი • 1792607387

„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს...“ - როგორ ამხნევებენ ხვიჩას მძიმე ტრავმის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარები დაუტოვა.ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხვიჩას კუმირის, რონალდოსია:„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა რონალდომ.ლუკა ლოჩოშვილი: მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ შენს გვერდით ვართ.ბუდუ ზივზივაძე: მიყვარხარ კაპიტანო. მალე დაგვიბრუნდები უფრო ძლიერი.სოსო ნებიერიძე: შენს გვერდით ვართ. ფერან ტორესი: ძმაო, ყოველთვის შენთან ვარ.დონარუმა: წინ, ჩემო მეგობარო! ჩვენ შენთან ვართ!adidasfootball: როცა დაბრუნდები, შენ გვერდით ვიქნებით. მთელი სიყვარული შენ;სიმეონე: მტკიცედ იყავი, ძმაო!„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს, მხოლოდ თავის 3.5 მილიონ ადამიანს მიმართავს და ჰპირდება, რომ ამ მოცემულობასაც ღირსეულად გაუმკლავდება, იშრომებს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.ჩვენი ძვირფასი.. უძვირფასესი სიყვარულის ბიჭი! ხვიჩა, მადლობა ყველაფრისთვის აქამდე და კიდე მომავლისთვის, რომელსაც შენთან ერთად დაველოდებით სულმოუთქმენლად.“ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

კახა კალაძე

საზოგადოება • 1792586603

„კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!“ - კახა კალაძე გიორგი ნემსაძეზე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას გამოაკლდა მეგობარი, გულშემატკივარი, ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული მოიპოვა.გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის.ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს სპორტულ საზოგადოებას, ქართველ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს.კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში“, – წერს კახა კალაძე.

თემო ბრუნჯაძე

საზოგადოება • 1792529930

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის...“ - 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაიცვალა 24 წლის თემო ბრუნჯაძე, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა. ახალგაზრდა ავთვისებიან სენს ებრძოდა. თემურ ბრუნჯაძეს ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან.„სულ სხვანაირად გელოდი ძმა, გამოჯანმრთელებულს... როგორ მიჭირს ბათუმში წამოსვლა. გული ამომგლიჯე. როგორ მეგონა, რომ დაამარცხებდი... მუდამ იცოცხლებ ჩემს გულში. მიყვარხარ, ეს სიყვარული არასდროს შეიცვლება. უფალს ებარებოდე, ჩემო ნანატრო ძმაო, აწე სულის ტკივილამდე მომენატრები“.„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის... გაგვანადგურა შენმა წასვლამ თემო“.„ჩვენი საძმაკაცოს ყველაზე მყარი კედელი იყავი, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით, ერთად ვიძინებდით და ერთად ვატარებდით ყველაზე კარგ დროს. ჩვენი ძმაკაცობა სამაგალითო იყო. ძმაო, მომენატრები ძალიან, მაგრამ ვიცი, შენ ჩვენი საძმაკაცოს ანგელოზი გახდი და სულ ჩვენთან იქნები, მთელი საძმო აქ ვართ შენთან, მაგრამ შენ ვერ გგძნობთ, ვერ გხედავთ, ვერ გავიგონებთ შენს ხმას, ვერ დავინახავ შენს ღიმილს ძმაო“, – წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

გოგა მანია

საზოგადოება • 1792526824

„სანამ 2027 წელი დადგება, ეს აუცილებლად გააკეთეთ“ - გოგა მანია რიტუალს გვიზიარებს

როგორ გავაცილოთ ძველი წელი - ამ თემაზე ეზოთერიკოსი გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.„როგორ უნდა გავაცილოთ 2026 წელი? პირველ რიგში, მადლობის მოხდით და მადლიერებით. მნიშვნელოვანია, წელი მადლიერებით გავუშვათ, რადგან ის გარკვეული დროით მაინც რჩება ჩვენში - მოგონებებში, ემოციებსა და იმ გამოცდილებაში, რომელიც ამ წლის განმავლობაში მივიღეთ.რა რიტუალი შეგვიძლია ჩავატაროთ წლის დასასრულს?აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ის ტკივილები, ემოციები და გამოცდილებები, რომელთა გაშვებაც გსურთ. ეს შეიძლება იყოს სამი ყველაზე ძლიერი ტკივილი, რომელიც დღემდე გაწუხებთ და შინაგანად გთრგუნავთ: თქვენი შიშები, წარუმატებლობის განცდა, წყენა ან კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებული მძიმე ემოციები. დაწერეთ ყველაფერი გულწრფელად, ისე, როგორც გრძნობთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, აღიაროთ ის, რაც გაწუხებთ და რისი ტარებაც აღარ გსურთ. სანამ ახალი წელი მოვა, ეს ფურცელი დაწვით და  ფერფლი გარეთ გაფანტეთ, ეს არის ყველაზე მარტივი და კარგი პრაქტიკა. გახსოვდეთ: წარსულის გაშვება არ ნიშნავს დავიწყებას. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას, აღარ ატაროთ ძველი ტკივილი იმავე სიმძიმით და ახალი წელი მეტი სიმშვიდით, იმედითა და სიყვარულით დაიწყოთ.

ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1792524665

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღეს ენერგიითა და მოტივაციით იქნებით სავსე. შესაძლოა, სამსახურში ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ განცხადებებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.კურო21 ოქტომბერი სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას მოითხოვს. შესაძლოა, მოულოდნელმა ინფორმაციამ თქვენი გეგმები შეცვალოს. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ფინანსების გადასახედად.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.კირჩხიბიდღეს განსაკუთრებული ყურადღება ოჯახსა და პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებული საკითხი კვლავ აქტუალური გახდეს. ემოციური გადაწყვეტილებების ნაცვლად, სიტუაციის მშვიდად შეფასება უკეთეს შედეგს მოგიტანთ.ლომი21 ოქტომბერი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს მოგცემთ. პროფესიულ საქმიანობაში თქვენი ინიციატივა შესაძლოა დადებითად შეფასდეს. სასიყვარულო ურთიერთობებში სასიამოვნო მოულოდნელობაა მოსალოდნელი. ეცადეთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ.ქალწულიდღეს ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა, გადადებული საქმის დასრულება შეძლოთ. ფინანსურ საკითხებში ზომიერება შეინარჩუნეთ. საღამოს დასვენება და ახლობლებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.სასწორიდღე ახალი იდეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ხელსაყრელია. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები დაიწყოს. პროფესიულ საქმიანობაში დიპლომატიური მიდგომა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.მორიელი21 ოქტომბერს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია შეიტყოთ, რომელიც გარკვეულ საკითხებზე შეხედულებას შეგაცვლევინებთ. ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობასა და ზედმეტ დაძაბულობას. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასახვისთვის.მშვილდოსანიდღე აქტიურობასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას უკავშირდება. შესაძლოა, მოულოდნელი შეხვედრა ან საინტერესო წინადადება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში დაუფიქრებელ ხარჯებს მოერიდეთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.თხის რქა21 ოქტომბერი პროფესიულ საქმიანობაში წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. შესაძლოა, თქვენი შრომა და მონდომება სათანადოდ დაფასდეს. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ვალდებულებებს. პირად ურთიერთობებში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიდღეს ახალი იდეები და მოულოდნელი შთაგონება არ მოგაკლდებათ. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. შესაძლოა, მეგობრისგან სასარგებლო რჩევა მიიღოთ. ურთიერთობებში ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.თევზები21 ოქტომბერი ემოციურად დატვირთული, თუმცა საინტერესო დღე იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ, თუმცა ფაქტების გადამოწმებაც აუცილებელია. საღამო დასვენებასა და სიმშვიდეს დაუთმეთ.

გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა • 1792523266

ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილთან ახლოსაც ვერავინ მივა წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით, პროფესიონალიზმით და ღირსებით - საელჩოდან საელჩოში დარბიხართ, იქნებ ვინმემ გიშველოთ, მაგრამ თქვენი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის - გიორგი გამსახურდია

 ქართულ პოლიტიკაში, ვერავინ კი ვერ შეედრება ბიძინა ივანიშვილს, არამედ ახლოსაც ვერ მივა ვერავინ პატრიოტიზმით, წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით, პროფესიონალიზმით და ღირსებით, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, ზოგიერთი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს შეედაროს, თუმცა, საელჩოებში სიარულის მიუხედავად, მათი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის.„სანამ ზოგი გამოვა და როყიო ხმით დაიწყებს საზოგადოების გაბრუებას, ეს კარგად დაიმახსოვროს.ვის ედრებით საერთოდ და ვის გინდათ შეედაროთ, თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი…საელჩოდან საელჩოში დარბიხართ, იქნებ ვინმემ გიშველოთ, მაგრამ თქვენი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეგ შეუშვით მაგ ცარიელ თავებში“, - წერს გამსახურდია.

სინდი კროუფორდის ოჯახი

მსოფლიო • 1792505100

„განადგურებულები ვართ...“- სინდი კროუფორდის ოჯახი 27 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ პირველ მიმართვას ავრცელებს

სუპერმოდელ სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რანდე გერბერის ვაჟის, პრესლი უოლკერ გერბერის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ოჯახმა სოციალურ ქსელში პირველი ერთობლივი ემოციური განცხადება გაავრცელა.სინდი კროუფორდმა, რანდე გერბერმა და მათმა უმცროსმა ქალიშვილმა, კაია გერბერმა, საზოგადოებას გულწრფელი წერილით მიმართეს. „განადგურებულები ვართ ჩვენი საყვარელი ვაჟისა და ძმის დაკარგვით. თავს ბედნიერად და მადლიერად ვგრძნობთ, რომ პრესლი 27 წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. ის თბილი და მშვენიერი სულის ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა სხვები და თავადაც უყვარდათ ახლა და სამუდამოდ.ძალიან ვამაყობთ იმით, თუ როგორ წარუდგინა მან თავი სამყაროს სიკეთითა და საკუთარი მოწყვლადობის გამოხატვის უნარით. მადლიერები ვართ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ როგორც ნაცნობებისგან, ისე სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ტკივილს იზიარებენ.შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო. სამუდამოდ გვიყვარხარ: დედა, მამა და კაია“,- ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

შემოდგომა

რჩევები • 1792503720

იმუნიტეტის ასამაღლებელი 5 მარტივი და იაფი ხერხი შემოდგომაზე - მედიკოსების რჩევა

შემოდგომა სილამაზით სავსე სეზონია, თუმცა სწორედ ამ პერიოდშია ჩვენი ორგანიზმი ყველაზე დაუცველია ვირუსებისა და გაციების მიმართ. იმუნიტეტის გამყარება ყოველთვის არ საჭიროებს ძვირადღირებულ პრეპარატებს — საკმარისია ყოველდღიურ რეჟიმში რამდენიმე მარტივი ჩვევა დავნერგოთ. სეზონური ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურადიმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. ორგანიზმს ნორმალური მუშაობისთვის ესაჭიროება ცილები, მიკროელემენტები.მიკროელემენტების შემცველობით მცენარეული პროდუქტებიდან ლიდერია კაკალი, პარკოსნები, მზესუმზირა, ბურღულეული, შავი შოკოლადი.კარგი იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს.ვიტამინებით მდიდარი საკვები — ვაშლი, ციტრუსები, სტაფილო, გოგრა და ბროკოლი — ბუნებრივი „ფარი“ არის ვირუსების წინააღმდეგ.იმუნიტეტს ამაღლებისათვის ძალიან ეფექტურია ყოველ დილით კონტრასტული შხაპის მიღება. ასევე სასარგებლოა დილით უზმოზე ორი ჩაის კოვზი თაფლი.თბილი სითხეები და საკმარისი წყალითბილი ჩაი, განსაკუთრებით ჯანჯაფილით, ლიმონითა და თაფლით, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნას და ამშვიდებს ყელს.რჩევა: დღეში მინიმუმ 6–8 ჭიქა სითხე დალიე.ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზემოკლე სეირნობაც კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნურ პასუხს. ყოველდღე 20–30 წუთი სიარული საკმარისია.სრულფასოვანი ძილიიმუნიტეტი მკვეთრად მცირდება სტრესის, დიდი დატვირთვის და ქრონიკული უძილობის დროს. ძილის ნაკლებობა პირველია, რაც ამცირებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს. ეცადე ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაიძინო, მინიმუმ 7 საათით.სტრესის მართვა და პოზიტიური განწყობამუდმივი სტრესი იმუნურ სისტემას ასუსტებს. მოიფიქრე ის, რაც გაწყნარებს — მუსიკა, წიგნი ან სეირნობა.რჩევა: დღეში 10 წუთი სუნთქვითი ვარჯიშებისთვის გამოყავი.ოპტიმიზმი ჯანსაღი იმუნური სისტემის მთავარი პირობაა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პესიმისტები უფრო ხშირად ავადდებიან.კარგი განწყობა, სიყვარულის გამოვლინება ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და ასევე დადებითად მოქმედებს სხვებზეც.

✕