პოლიციის სირენა

სამართალი • 1794410991

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას და კადრებს შსს ავრცელებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს.ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტასო სისაური

ტაბლოიდი • 1794380160

ქეთა თოფურიას პროტეჟე, ქართველი მომღერალი ტასო სისაური გათხოვდა – ვინ არის მისი რჩეული

რუსულ შოუბიზნესში მოღვაწე ქართველი მომღერალი ტასო სისაური, სასცენო სახელით TASSO, დაქორწინდა. 22 წლის მომღერალი, რომლის პროდიუსერიც ჯგუფ „ა-სტუდიოს“ სოლისტი ქეთა თოფურიაა, რჩეულთან ერთად ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.ტასოს რჩეული 23 წლის ყაზახი ბიზნესმენია, რომელიც გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელია. წყვილის ქორწილი ასტანაში გაიმართა. ცერემონია გასაიდუმლოებული იყო და სტუმრებს გადაღების უფლებაც არ ჰქონდათ.ტასო სისაური ფართო საზოგადოებამ 2019 წელს რუსული მუსიკალური პროექტიდან „ახალი ხმა“ გაიცნო. ის ვალერი მელაძის გუნდში მოხვდა და ფინალისტი გახდა. მოგვიანებით მისი კარიერით ქეთა თოფურია დაინტერესდა და პროდიუსერობა შესთავაზა. სწორედ ქეთამ წარადგინა ახალგაზრდა მომღერალი „ა-სტუდიოს“ კონცერტზე.ანასტასია სისაური 2004 წელს ივანოვოში დაიბადა, ეროვნებით ქართველია და ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს სწავლობს.

შსს ორი ძმის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

სამართალი • 1793945948

შსს, ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.მათი ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შარ

ტაბლოიდი • 1793909692

„ჩემი გული“ - თათია შარანგია რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველ თბილ და რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.„ჩემი გული“ – ამ სიტყვებით გამოხატავს თათია საყვარელი ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას.შეგახსენებთ, რომ თათია შარანგიას რჩეული ბიზნესმენი გიგი გულიტაშვილია.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1793615324

ირაკლი კობახიძე: საგარეო გამოწვევებზე პასუხი ერთია, სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება

ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც ბუნებრივია, ახლავს გამოწვევები, მათ შორის, საგარეო ასპარეზზე. ამ გამოწვევებზე პასუხი ერთია: სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.„2025 წელს დავიწყეთ და ეტაპობრივად ვახორციელებთ რეფორმას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენი მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. ძლიერდება საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებული ახალგაზრდების მოზიდვა დიპლომატიურ სამსახურში. ამ მიზნით დაფუძნდა დიპლომატიის აკადემია , რაც არის ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. ის მოამზადებს კადრებს სათანადო ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით. ქართული დიპლომატიის ხვალინდელი დღე სწორედ მათზეა დამოკიდებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

მედია ფლორიდაში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

მსოფლიო • 1793606350

მედია ფლორიდაში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

ფლორიდაში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.ამერიკული მედიის ცნობით, ფრენის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე წამში რამდენიმე ასეული ფუტის სიჩქარით ეშვებოდა. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტი საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს ატყობინებდა, რომ თვითმფრინავი წუთში 10 000 ფუტის სიჩქარით კარგავდა სიმაღლეს. მოგვიანებით მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაშვების სიჩქარე წუთში 20 000 ფუტს აღწევდა.„თვითმფრინავი ჩამოვარდება. დრო აღარ გვაქვს“, — ისმის პილოტის ხმა რადიოჩანაწერში, რომელსაც „ბიბისი“ ავრცელებს.ბორტზე მყოფი ცხრავე პირი ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა, შონ დაფიმ მომხდარს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ჯგუფი გაემგზავრება, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მიერ დაწყებულ გამოძიებაში ჩაერთვება. პალმ ბიჩის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შემთხვევა მასობრივი მსხვერპლის ინციდენტად გამოაცხადა.ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავიაკატასტროფის გამო ახლომდებარე დასახლებიდან დაახლოებით 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჩამოვარდნამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალსადენის მილებს. გზის აღდგენას და მის ხელახლა გახსნას, სულ მცირე, 30 დღე დასჭირდება.შემთხვევა დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან, მარ-ა-ლაგოდან დაახლოებით 14 კილომეტრში მოხდა. დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფის დღეს დილით მარ-ა-ლაგოში იმყოფებოდა. შემთხვევამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ახლომდებარე აეროპორტიდან საპრეზიდენტო თვითმფრინავით, Air Force One-ით გაემგზავრა.

ნინიკო მამარდაშვილი

ტაბლოიდი • 1793364360

ნინიკო მამარდაშვილი ძმასთან ერთად გადაღებულ თბილ კადრებს გვიზიარებს

ნინიკო მამარდაშვილი თავის ძმასთან, ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს.ნინიკო მამარდაშვილი არის ცნობილი ქართველი ინფლუენსერი, TikTok-ისა და Instagram-ის მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე კონტენტის შემქმნელი და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის დაა.თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან და კომპანიებთან (მაგ. Samsung, Bank of Georgia, Dressup.ge, Wendy's Georgia და სხვა.            View this post on Instagram                       A post shared by Niniko Mamardashvili (@niinniikkkk)

დაკავება

სამართალი • 1793300562

დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი - შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.„ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავარია

შემთხვევა • 1793287339

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

ქობულეთში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა.შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.შემთხვევის ზუსტ გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან ფეისბუკგვერდი kobuleTi live ავრცელებს:

მოძალადეები დააკავეს

სამართალი • 1793261544

შემზარავი დანაშაულის კადრებს შსს-ს ავრცელებს - დააკავეს ძალადობრივი ჯგუფის წევრები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს.სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა.დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით, ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ.ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

პაატა სალია

პოლიტიკა • 1793214656

პაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა​ მოჰყოლოდა, თუმცა ჩვენ ეფექტურად შევძელით ჩანასახშივე დაგვესრულებინა არეულობის მცდელობა, რაც სრულად კანონის დაცვით განხორციელდა

"ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, გარკვეულწილად პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა იყო, რასაც შესაძლოა შემდგომ გარკვეული არეულობა მოჰყოლოდა."დავითაძის შემთხვევაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ აქ ძირითადად იყო სპეკულაცია, არ ყოფილა არანაირი ძალის გადამეტება, მითუმეტეს დანაშაული. ეს აშკარად ჩანდა იმ კადრებიდან, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ხშირად არის აპელირება იმაზე, ხმა რატომ არ ჰქონდა კადრებს, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კამერების მიერ ხმის ჩაწერა არ ხდება. ასევე იყო საუბარი, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი და რამდენად პროპორციული იყო ამდენი ადამიანის ერთ ოთახში ყოფნა. სწორედ ეს გარემოებები გამოიკვლია პროკურატურამ და დაადგინა, რომ არც ძალის გადამეტებას, არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, სანამ პროკურატურა დაასრულებდა გამოძიებას, ამაზე საუბარი ჰქონდა სახალხო დამცველსაც.შესაბამისად, ეს იყო გარკვეულწილად პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ უნდა მოჰყოლოდა გარკვეული არეულობა. ამის ნიშნები შეინიშნებოდა, თუმცა ჩვენ, ეფექტურად შევძელით ჩანასახშივე დაგვესრულებინა არეულობის მცდელობა პენიტენციურ დაწესებულებაში და რაც სრულად კანონის დაცვით განხორციელდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არცერთი იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ჰქონდა მცდელობა არეულობა მოეწყო, რაიმე უფლება არ დარღვეულა. პირიქით, არსებობს ასევე ჩანაწერები, რაც საზოგადოებამ იხილა, რომ მათი მხრიდან იყო აგრესია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ.ეს ინციდენტი, ჩემი აზრით, ამოწურა. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ დაასრულა გამოძიება. რაც შეეხება ოჯახის უკმაყოფილებას, ბუნებრივია, მესმის ოჯახის, რომ ისინი არ არიან კმაყოფილი გამოძიების შედეგებით, ჰგონიათ, რომ კიდევ სხვა რამე მტკიცებულება არსებობს.თუ რამე ახალი გარემოება გამოვლინდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამოძიების ნაწილი გახდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია.ოჯახს აქვს სრული უფლება, მიმართოს სხვა სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და იქ ეძებოს სამართალი,"- განაცხადა პაატა სალიამ. 

ვრცელდება ფარული ჩანაწერი

სამართალი • 1793179670

VIDEO: „ფულზე მოვედი კახა, ფული მინდა...“ - შსს ფარულ ჩანაწერს და ადვოკატის დაკავების კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს.ნახეთ ფარული ჩანაწერი ↓ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10 000 ლარი. ბრალდებული ქალს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ თანხას თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ.გარდა ამისა, ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო.მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა.სამართალდამცველებმა ადვოკატი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

✕