გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

სამართალი 1712045714

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვია.ლიეტუვის გენერალური პროკურორის სპეციალური მიწვევით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ირაკლი შოთაძე  მოხსენებით წარსდგა ლიეტუვის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე - "სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენა, გამოძიება და პრევენცია თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში".ღონისძიებას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.თემატური პანელური დისკუსიის ფარგლებში, გენერალურმა პროკურორმა კონფერენციის მონაწილეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები გააცნო.“საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, ისევე როგორც წინა წლებში, მნიშვნელოვან პრიორიტეტად განსაზღვრულია შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის განხორციელებამ, პროკურორების სპეციალიზაციის დანერგვამ და მათი უნარების განვითარებამ ხელშესახები პროგრესი გამოიწვია. ეს პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის გაზრდილი მაჩვენებლითაც აისახება. ჩვენ მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყოველთვის მზად ვართ, სხვა ქვეყნებს ჩვენი წარმატებული გამოცდილება გავუზიაროთ.” - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.მოხსენების ნაწილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თაობაზე საქართველოში არსებული სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების შესახებ მიმოხილვას დაეთმო.საერთაშორისო კონფერენცია ლიეტუვის პროკურატურის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ლიეტუველ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საზოგადოება 1711020173

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა.გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა  პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს აღნიშნული საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის.„საკითხები,  რომლებიც ამ ფორმატში განვიხილეთ უმნიშვანელოვანესია საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის, მართლმსაჯულების განვითარებისთვის, ეფექტიანობის გაზრდისთვის და პროფესიათა დაახლოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო მომავალშიც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას და ის გამოწვევები და პრობლემები რაც არსებობს, ვფიქრობ,  ამ საბჭოს დახმარებით მომავალში გადაიჭრება“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს  სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ქალთა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, ფემიციდს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მართლმსაჯულების გაციფრულებას, რაც მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლას გულისხმობს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ერთწლიანი თემატური პროგრამა დამტკიცდა.მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა

საზოგადოება 1710838305

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა.გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბექირ შაჰინს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბექირ შაჰინმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საზოგადოება 1708344069

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს  და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე,  ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ასევე  პროკურატურის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა უზენაეს სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს, პროექტში ჩართულ პირებს, სტუდენტებს და აშშ-ის საელჩოს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის.„ღონისძიება მართლაც წარმატებული გამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე - ბრალდების და დაცვის მხარემ ძალიან  მაღალ დონეზე წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები და პოზიციები. მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდა იურისტების და სტუდენტების სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარებას და ჩვენთვის ეს მართლაც ღირებულია“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.გენერალურმა პროკურორმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში აშშ-ის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა არის ტრადიციული და მყარი, ვინაიდან სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც განუხრელად  უჭერს მხარს საქართველოში მართლმსაჯულების განვითარებას და განსაკუთრებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.როგორც ღონისძიებაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ  უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარესთან, გენერალურ პროკურორთან და ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ზეიმობს სტუდენტების იმ დიდ შრომას, რომელიც მათ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატში მონაწილეობისას გაწიეს.ღონისძიებაზე ტრენინგის ორგანიზატორებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილე სტუდენტთაგან გამარჯვებულები გამოავლინეს,  მათ შორის - საუკეთესო გუნდი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა, ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო შესავალი და დასკვნითი სიტყვების და პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ავტორები. გამარჯვებულ სტუდენტებს  სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდა საუნივერსიტეტო ტრენინგებს და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავდა.პროექტის დასკვნით ეტაპზე გუნდებს მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის მონაწილეები საქართველოს პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის  ტრენერებმა მოამზადეს.ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.პროექტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით,  განხორციელდა.ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში გაიმართა, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი.

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

საზოგადოება 1708082620

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან შეხვედრა გამართა.შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მუშაობის სპეციფიკაზე და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ირაკლი შოთაძე

სამართალი 1707914871

ირაკლი შოთაძე თურქეთის ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი ესწრებოდნენ.შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საზოგადოება 1707812294

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორებსა და გამომძიებლებს პირველი და მეორე რანგის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და რანგში დაწინაურება მიულოცა.გენერალურმა პროკურორმა პროკურორებს და გამომძიებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.„თითოეულ თქვენგანს ვულოცავ წარმატებას და ეს წარმატება ნამდვილად დამსახურებულია. ეს აღიარებაა თქვენი შრომის და თქვენი დამსახურების. რანგში დაწინაურება კიდევ უფრო მეტი მოტივატორი იქნება თქვენთვის, რომ კიდევ უფრო შემართებით, მონდომებით და წარმატებით გააგრძელოთ ის საქმიანობა, რომელსაც აქამდე მართლაც პროფესიონალურად და მაღალ დონეზე ასრულებდით,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ რანგირების საბჭომ პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის 2022-2023 წლის საქმიანობის შეფასების საფუძველზე II ან I რანგი 55 თანამშრომელს, მათ შორის: I რანგი - 9 პროკურორს და 4 გამომძიებელს, ხოლო II რანგი - 37 პროკურორს და 5 გამომძიებელს მიანიჭა.საქართველოს პროკურატურაში, პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემა 2020 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინერგა. დღეის მდგომარეობით I და II რანგი მინიჭებული აქვს 215 თანამშრომელს. პირველი რანგი - 58 პროკურორს და 16 გამომძიებელს. მეორე რანგი - 117 პროკურორს და 24 გამომძიებელს.

შეხვედრა

პოლიტიკა 1705416540

ირაკლი შოთაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ისრაელის სახელმწიფო ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ისრაელის ელჩთან პროკურატურის ძირითად ფუნქციებზე, მუშაობის სპეციფიკასა და საქმიანობის თავისებურებებზე ისაუბრა.როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს და მიიღებს ყველა ზომას, რათა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით გაგრძელდეს.ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მწუხარება გამოთქვა ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო. 

ირაკლი შოთაძე

საზოგადოება 1703676386

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა - ირაკლი შოთაძე

საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.გენერალურმა პროკურორის თქმით, საქართველოს პროკურატურისთვის,  საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, საქმიანობის გამჭვირვალობის და საზოგადოებისთვის წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის უწყება პროაქტიულად ახდენს ინფორმაციების გავრცელებას, როგორც ზოგადი  სტატისტიკის, მიმდინარე ტენდენციების, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.„საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც უწყების სტრატეგიით, ასევე სამოქმედო გეგმით,  საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით 2023 წელს გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების დიდ რაოდენობაში გამოიხატა. კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ჩვენი საქმიანობა და  საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ “ - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, პროკურატურაში ის შედეგები და მიღწევები არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს.გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის.გენერალურმა პროკურორმა ასევე, განსაკუთრებული მადლობა  გადაუხადა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს 2023 წლის განმავლობაში გაწეული ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის.საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

ირაკლი შოთაძე

საზოგადოება 1703673024

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს დაეხმაროს პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას - ირაკლი შოთაძე

ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.„საქართველოს პროკურატურის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მაქსიმალური ხელშეწყობა“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.გენერალური პროკურორის განცხადებით, მართლმსაჯულების განხორციელებისას საჯარო ინტერესის გათვალისწინების პარალელურად, საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს დაეხმაროს პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას.„ამ მიზნით, პროკურატურა არასრულწლოვანთა მიმართ აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს. სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი“- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.გენერალურმა პროკურორმა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობასაც  გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს.გენერალურმა პროკურორმა 2023  წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილა, მათ შორის არასრულწლოვანთა განრიდებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობრივი მაჩვენებელი, მოთხოვნილი პატიმრობის და  პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში და არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი განაჩენები.გენერალურმა პროკურორმა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით  2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 2022 წლის შედეგების ანალიზის საფუძველზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების შესახებ“ ანგარიში მომზადდა, რომელიც საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2023 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევა განხორციელდა, სადაც წარმოდგენილია იმ გარემოებების ანალიზი, რომლებიც კრიმინოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს და შესაძლოა არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენდეს.ირაკლი შოთაძის განცხადებით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე, მათ შორის, მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გენერალური, დასავლეთ საქართველოს საოლქო და რაიონული პროკურატურის პროკურორების, მოსამართლეების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა პრაქტიკაში გამოკვეთილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ აქტივობებზე ინფორმაცია წარადგინა.„არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად გაზიარებული იქნა პროკურატურის ყველა პოზიცია და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები“ - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.ირაკლი შოთაძემ საქართველოს  პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ევროპის საბჭოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზეც  ისაუბრა.„კონფერენციაზე - „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში: გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ“ პროკურატურის წარმომადგენლებმა განრიდების/განრიდება-მედიაციის 13-წლიანი წარმატებული გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების შესახებ მოხსენებები წარადგინეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა პროგრამის დანერგვიდან დღემდე განრიდება/განრიდება-მედიაციის განვითარების ეტაპებზე, იმ პრაქტიკული გამოწვევებზე, რომელსაც ქართულმა მართლმსაჯულებამ წარმატებით გაართვა თავი“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისხლის სამართალწარმოებაში აღდგენითი მართლმსაჯულების კომპონენტის უფრო ფართოდ დანერგვას.

ირაკლი შოთაძე

საზოგადოება 1703662952

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთა; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველი საქმეები; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.საუბარი შეეხება შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს.აღნიშნულ საკითხებზე საბჭოს წინაშე ანგარიშით ასევე წარდგებიან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი.საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დღეს, 27 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება, რომელიც საპროკურორო საბჭოს და საქართველოს პროკურატურის ოფიციალური Facebook გვერდების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა.საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა, რომლის ძირითად მიზანს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს.

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საზოგადოება 1703069695

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილეს, პოლ აბატს შეხვდნენ.ორმხრივ შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ირაკლი შოთაძემ პოლ აბატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გამოძიების ფედერალურ ბიურო საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებსა და პროკურორებს უწევს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახმარების აღმოჩენის, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, თავის მხრივ, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს სათავო ოფისი დაათვალიერეს და სიღრმისეულად გაეცნენ ბიუროს მუშაობის სპეციფიკას, როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური კუთხით.ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებების პარაფირება, მათი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიკაციის პირობით.