გიორგი კეკელიძე

ტაბლოიდი 1769265586

VIDEO: „შვილი ჩემთვის აღმოჩნდა საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვის იმპულსის მიმცემი…“ – გიორგი კეკელიძე

გადაცემა, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი ეპიზოდის სტუმარია მწერალი, გიორგი კეკელიძეკეკელიძემ გადაცემაში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის თავისი ცხოვრებიდან ურთულესი დღე გაიხსენა:„ის დღე გახდა უბრალოდ ცნობილი, მაგრამ ის დღე არ ყოფილა ყველაზე მძიმე ჩემთვის, იმიტომ რომ მაშინ, რადგან საჯაროდ დავწერე ეს, მინდოდა გადარჩენა… ყველას ვისაც ეს გადაწყვეტილი აქვს, უნდა მოვუწოდოთ პირიქით, არა იმიტომ, რომ გადაცემის ფორმატი გვავალდებულებს, არამედ ფაქტი, დღეს ცოცხალი ვარ, ვზივარ და ვლაპარაკობ და რაღაც სიხარულები ჩემს ცხოვრებაში არსებობს. ეს ხომ დადასტურებული ამბავია, მათ ცხოვრებაშიც ასე იქნება. მე მახსოვს დღე, როდესაც საკუთარი თავი ვიგრძენი ამ სამყაროს ნაწილად… რაღაცა წინასწარი სურვილები არ მაქვს, ახლა ცხადია მინდა, რომ რაღაცები გახანგრძლივდეს მათ შორის თუნდაც ჩემი შვილის, კეკეს გამო…“ – ამბობს კეკელიძე.გიორგი კეკელიძემ პირად ცხოვრებაზე, მეუღლესა და შვილზეც ისაუბრა.მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას თუ როგორი მამაა:„მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც შემდეგ შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც ვიღაცისთვის ბიოლოგიურად, მაგრამ ჩემთვის ემოციურად გაგრძელებს. შვილი ჩემთვის აღმოჩნდა არა იმდენად რაღაცა ტიპური ამბავი, არამედ საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვის იმპულსის მიმცემი, გარდა იმისა, რომ ის ჩემს სიცოცხლეს აგრძელებს… შვილისთვის შენვე უნდა იყო მიზეზი იმისა, რომ ის უფრო უკეთ ცხოვრობდეს და გაცილებით ბედნიერად, ვიდრე შენ იცხოვრე, მშობლად ყოფნა მე ასე მგონია და არა ვთქვათ ინსტინქტის ნაწილი… ვერ გეტყვით როგორი მამა ვარ, ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მცდელობა მაქვს, რომ ვიყო კარგი მამა. არ მაქვს რაღაც განსაზღვრული წესები ამ თვალსაზრისით, რომ ეს უნდა ვქნა და კარგი მამა ვიქნები. ვაკვირდები და მის სიხარულს რაც გამოიწვევს იმის გაკეთება მირჩევნია…“ – ამბობს კეკელიძე. 

გურული ღვეზელი

საზოგადოება 1767697980

„ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა“ - გიორგი კეკელიძე გურული ღვეზელისთვის ბებიის რეცეპტს აქვეყნებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ბებიასგან გაგებულ გურული ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს.„გურული ღვეზელის გამოცხობის რეცეპტი გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან:ფქვილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი სიყვარულის მიხედვით. ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ. რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა.თქვენი მზარეულთა შორის მზარეული“,- წერს გიოგი კეკელიძე. 

მწერალი

საზოგადოება 1758993586

„ვერტმფრენი ჩამოვარდა... ყველა დაიღუპა... ისევ გოდება“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, მწერალი გიორგი კეკელიძე წიგნიდან „დედა და ილია“ ამონარიდს აქვეყნებს:„გზის ამბავი #8ნინო ვარ ფანცულაია. ადრე დღიურებს ვაკეთებდი. გზაზეც გავაკეთე, ოღონდ ბევრს ვერ ვწერდი. 24-ში დავტოვეთ სოხუმი და ბებია არ წამოგვყვა. „მოხუცი ვარ და ხელს არავინ მახლებს, ბავშვს მიხედეთო“. მერხეულში შევაფარეთ თავი ნათესავებს. ჰაერში იგრძნობოდა სიკვდილის სუნი. 27 სექტემბერს ამბავი მოვიდა, უკან ვიხევთ, სოხუმი გაყიდულიაო. 13 დღე მოვდიოდით.დღე l - შორიდან დავინახე სვანეთის დაკლაკნილი აღმართი. გარშემო უამრავი შეშინებული თვალი, ბევრი ნაცნობი და გაურკვევლობა. მამა დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ ცუდი ამბები დაგვაწიეს. სვანები გვმასპინძლობდნენ ნაცნობ-უცნობებს. აურაცხელი რაოდენობის საკვები კეთდებოდა უზარმაზარი თუჯის ქვაბებში. დღეს უცნობის სახლში გვეძინა.დღე ll - ჭიანჭველებივით გავუყევით გზას. გარშემო სიჩუმეა. ბავშვებიც ჩუმად ვართ. თვალებით ვეძებთ იმედს, მაგრამ ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა, რომელიც გვეტყოდა: „პირიმერია“ დაიწყო, წავედით სახლშიო. დღეს ვიღაცის ეზოში გვეძინა.დღე lll - სიოსავით გადაგვიქროლა ახალმა ამბავმა: „არძინბას უთქვამს, სვანეთის გზა უნდა დავბომბოო“. ცოტა ახმაურდნენ უფროსები. ხუმრობაც დაიწყეს. ეხლა ვხვდები, რომ ამას ჩვენთვის აკეთებდნენ. დღეს ტყეში მოგვიწია გათენება. აცივდა.დღე lV - სამხედრო მანქანამ გზა ჩახერგა. ვერაფრით ვერ ამოიყვანეს. სამანქანო გზა გაჩერდა. ჩვენ გზას ვაგრძელებთ. დღეს სვანმა გვიმასპინძლა. ეზოში უზარმაზარ ქვაბში წყალი, შაქარი და ჩაის ფოთლები დუღდა. საჭმელი მასაც შემოელია. ბევრი გაისტუმრა.დღე V - დღეს საღორეში გვეძინა ბავშვებს (გოგოებს). თუ დაგვეწევიან, ვერ მიხვდებიან, რომ აქ ხართო.დღე Vl - ფეხშიშველი ახალგაზრდა ქალი მახსოვს, საზაფხულო კაბით და დიდი ჩანთით, რომელსაც არავის არ აძლევდა. ჩანთით გარდაცვლილი ბავშვი მოჰყავდა. იქ ვერ დაასაფლავა. მარტოობისთვის ვერ გაიმეტა. შეშლილ დედას ვერავინ ეკარებოდა.დღე Vll - თოვს. ეს მონაკვეთი ძალიან სწრაფად უნდა გაიაროთო, ასე გვითხრეს. ქარი იცის საშინელი, შეიძლება თავს ვერ უშველოთო. მივდივართ და გზა გაყინული ადამიანების გვამებით არის მიმოფანტული.სიჩუმე გოდებამ შეცვალა.დღე Vlll - ვერტმფრენი ჩამოვარდა. ყველა დაიღუპა. ისევ გოდება.დღე lX - დღეს ვაშლი მაჩუქეს. დიდი, ყვითელი, მწიფე და ტკბილი ვაშლი. იმ ვაშლის გემო დღესაც მახსოვს.დღე X - დღეს მამა ცუდად გახდა. წაიქცა და გაითიშა. ჩემს კივილზე ვიღაც უცნობი მოვარდა და პირში შაქარი ჩაუყარა. გამიცოცხლა. არც სახელი ვიცი და არც გვარი იმ უცნობი ადამიანის.დღე Xl - დღეს პური ჩამოგვიყარეს ვერტმფრენიდან. სულ ცოტაც და სამშვიდობოს ვართ. ვიღაცამ ამბავი მოიტანა, რომ ბებია, რომელიც დარჩა, თურმე დახვრიტეს.დღე Xll - ეს ბოლო ღამე იყო ტყეში გათენებული. წვიმდა. ხის ძირში ვიდექით და ისე გვეძინა.დღე Xlll - დღეს ბევრი ნაცნობი ვნახეთ. სატვირთო მანქანებით რიგრიგობით ჩავყავდით. როგორც იქნა, ერთად მოვხვდით დედა, მამა და მე. ჭალეში მეზობლის გოგო იყო გათხოვილი. სოხუმის მთელმა სამეზობლომ მასთან მოვიყარეთ თავი. ახლა აქ ვარ. გარეთ ცივა. აქ - არა“,- წერს გიორგი კეკელიძე. 

giorgio

ტაბლოიდი 1756062949

გიორგი კეკელიძე პატარა კეკეს კადრებს გვიზიარებს

გიორგი კეკელიძე თავისი უსაყვარლესი გოგონას, კეკეს ფოტოებს გვიზიარებს. საოცარი გოგონა ულამაზეს კაბაშია გამოწყობილი და თავზე ბანტი ამშვენებს.„ის, ვისთვისაც სიცოცხლე ღირდა, ღირს და ეღირება! თვითონ არის მზე… კეკე ხომ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე კი კეკეობდა – მოტივებზე… სიცოცხლის წყარო ხარ პატარავ… მზე და მთვარე არის თვითონ“, – წერენ სოციალურ ქსელში.

კეკე კეკელიძე

faceამბები 1752565560

კეკე კეკელიძე გაქრისტიანდა - ნათლობის ფოტოებს გიორგი კეკელიძე გვიზიარებს

ცოტა ხნის წინ გიორგი კეკელიძე მამა გადა. მას და მის მეუღლეს, მარიამ სოსელიას ქალიშვილი შეეძინათ. პატარას კეკე დაარქვეს. გიორგი ხშირად აზიარებს პატარა კეკეს ფოტოებს.სულ ახლახან პატარა კეკე გაქრისტიანდა, ნათლობის ფოტოები კი საკუთარ გვერდზე გიორგიმ გააზიარა. 

გიორგი კეკელიძე

ტაბლოიდი 1750511520

გიორგი კეკელიძე ქალიშვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს

მწერალი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია გასულ თვეს მშობლები გახდნენ და უსაყვარლესი ქალიშვილი კეკე შეეძინათ.  მას შემდეგ, გიორგი კეკელიძე ხშირად გვიზიარებს კეკეს ფოტოებს და ვიდეოებს, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს.გიორგი Facebook-ზე კეკეს ახალ ფოტოს გვიზიარებს.„კეკე უყურებს მზეს“, – წერს გიორგი კეკელიძე. 

kekelidze

საზოგადოება 1748544100

„ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა... ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ“ - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ქალიშვილზე

„მშობლობა საკუთარ თავზე გადაჭარბებაა“- „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ პატარა ინტერვიუში ამბობს გიორგი კეკელიძე. ახლად გამომცხვარი მამა პაწია ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში სიამოვნებით აქვეყნებს და ბედნიერ წუთებს ასათაურებს - „ჩვენი წილი გაზაფხული“, „მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს...“კეკე კეკელიძე 7 მაისს დაიბადა.„არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას“ - ეს ფრაზები გიორგიმ მას შემდეგ დაწერა, რაც ქალიშვილის ქვეყნად მოვლინებას დაესწრო. თან დარიგებაც მიაყოლა:„იცოდე, ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება“.***- ახალი შეგრძნებები...- ჯერაც დაკვირვების და გაკვირვების პროცესია. ცოდნის და განცდის მორიგების ამბავი. დრო უფრო გამიიოლებს ზუსტ პასუხს.- ფიქრები?- ბევრს მოეხსენება ჩემი ობსესიურობის საქმე, ჭარბ ფიქრებს აქამდეც არ ვუჩიოდი - ახლა ვცდილობ, რომ პირიქით, გამოვხშირო ისინი და კეკესთვის სასარგებლო დავიტოვო. მარტივი ბრძოლა არ არის.- რა შეიცვალა შენში?- ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა.- მამაზე ხშირად წერ. როგორ გინდა, რომ ათწლეულების შემდეგ კეკე საუბრობდეს თავის მამაზე? - მინდა, გამომივიდეს და ამ სასტიკ სამყაროში, მსუბუქი მეხამრიდი მაინც ვიყო მისთვის. ნაკლები ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნოს, რაც, თუნდაც მე გამოვცადე.-  ეს ციცქნა გოგო შენი წიგნების ახალ პერსონაჟად გამოიძერწება? - ვნახოთ. ოდესმე ალბათ კი. ახლა მთავარი ტექსტი თვითონ არის, რომლის კითხვასაც ვსწავლობ.- უკვე დიალოგში ცდილობ შეხვიდე. გინდა მალე დაგელაპარაკოს?  - ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ. თვალები ყოფნის ამისთვის. მასაც და მეც.

გიორგი კეკელიძე

faceამბები 1747396860

„ასე დარაჯობს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი გიორგი კეკელიძე მამა გახდა.წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა.„...მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.ამჯერად, გიორგი სოციალურ ქსელში მისი ოთხფეხა მეგობრის და კეკეს ფოტოს აქვეყნებს:„ასე დარაჯობს ცუგი კეკეს, თუ ჩვენ არ შევახსენეთ, რომ კვების დროა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

კეკე კეკელიძე

ტაბლოიდი 1746891116

„დედა გავხდი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა...“ - გიორგი კეკელიძის მეუღლე ჩვილის ფოტოს გვიზიარებს

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა. წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა. გიორგი კეკელიძის ცოლმა სოციალურ ქსელში მამა-შვილის ფოტო გაავრცელა:„7 მაისს დედა გავხდი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა.მიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძის მეუღლე.            View this post on Instagram                       A post shared by Mariam Soselia (@maarsoselia)

კეკელიძე

საზოგადოება 1746639056

„დაუშვი შეცდომები... იტირე, იცინე, იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს... იყავი ადამიანი“ - გიორგი კეკელიძის ემოციური წერილი შვილს

გიორგი კეკელიძე მამა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას, ემოციურ პოსტთან ერთად სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა. მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას.თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა - რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო - არა. ,,მე ხომ არ ვეწევი" - ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა - ,,აღარც მე.გადააგდე.",,მაგრამ შენ ხომ..." - და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა.გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო. რადგან კეკე დაიბადა. ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა - დავინახეთ. და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

კეკელიძე

საზოგადოება 1746630757

„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა“ - გიორგი კეკელიძე მამა გახდა

გიორგი კეკელიძე მამა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა. მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას. თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა - რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო - არა. „მე ხომ არ ვეწევი“ - ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა - „აღარც მე.გადააგდე.",,მაგრამ შენ ხომ..." - და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა. გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო. რადგან კეკე დაიბადა. ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა - დავინახეთ. და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ნკ

საზოგადოება 1740727278

“უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ” - რა კადრები ვრცელდება სოფელ საბერიოდან

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საბერიოში დამწვარი სახლის ადგილას ახალი ააშენეს. "საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია.  უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ",-წერს ის. შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.