შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714759769

შალვა პაპუაშვილი - არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს

 ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა. ,,ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი, პოლიცია, ძირითადად, პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა. ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს კი, როდესაც პარლამენტზე თავდასხმა განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო, პოლიცია მხოლოდ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა არავის შეუქმნია, ისინი მაინც უტევდნენ და ვანდალურად აზიანებდნენ პარლამენტს, რომელიც ქართული დემოკრატიის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი და სიმბოლოა. საჭირო გახდა რვა პოლიციელის ჰოსპიტალიზება, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა. სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს. ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714732269

გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს.  როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. „ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები - არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო. როდესაც სადღაც ბავშვი მიგყავს, გეჩქარება, ასევე, მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ - მძიმეა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. 

გოგა ხაინდრავა

პოლიტიკა 1714730656

გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს."გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ და ამერიკის ელჩმა საქართველოში ქ-მა დენიგანმა, ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში „მშვიდობიანი მომიტინგეების“ მიმართ პოლიციის მხრიდან თითქოსდა გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. ანუ, ის რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები, იცავდნენ იმ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ცარიელ შენობას, ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით, მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, ნუ იტყვი და ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა. და ეს მაშინ, როდესაც იმავე დღეს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ამერიკული პოლიციის მიერ შტურმი იყო განხორციელებული. რობოკოპები სცემდნენ, არბევდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. შეანგრიეს კამპუსის ფანჯრები და კარები. დააპატიმრეს 300 სტუდენტი.პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნიუ-იორკის მერი ადამსი, სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები აღფრთოვანებით შეხვდნენ პოლიციის მხრიდან ამერიკული დემოკრატიის დაცვის ამ სამაგალითო გამოვლინების ფაქტს! ერთხმად დაგმეს სტუდენტების საქციელი!ცხადია მსგავსი განცდა ამ ფაქტზე ექნებოდათ თეთრი სახლის პრესსპიკერს მეთიუ მილერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ კირბის და ელჩ დენიგანს. რადგან იქ ამერიკაში, დემოკრატიის მექაში! სტუდენტების მხრიდან გამოხატვის უფლების, რობოკოპების მიერ აღკვეთა და ბარბაროსული დარბევა, წესრიგის აღდგენა და ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია! აქ კი, მათთვის ვასალურ ჯორჯიაში! ქართული პოლიციის მიერ, უმაღლესი ევროპული, პროფესიონალური სტანდარტით მოქმედება, ფარისეველი ამერიკელი ჩინოვნიკების და მათ მიერ იღლიის ქვეშ ამოდებული, ევროკავშირის მექრთამე დეპუტატების მიერ, ქართული პოლიციის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანიის საბაბია!პროტესტის პირობებში სტუდენტების ბრუტალურად ცემა და გარეთ გამოყრა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ უმძიმესი, დამაშანტაჟებელი და მასტიგმატიზირებელი განცხადებების ფონზე, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს! მათი პრინციპული განცხადებით, ფანჯრების ჩამტვრევის და გარკვეული საგნების დაზიანების გამო, აღარ უნდა დაფინანსდნენ პროტესტში ჩართული სტუდენტების უმივერსიტეტები, მეორე მხრივ კი, თავად ისინი მომავალში სამსახურში არავინ უნდა მიიღოს!აი ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან - ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით. ჩვენთვის დემოკრატიის სწავლების ამბიციის მქონე ამერიკელებმა, ნაციონალური მოძრაობის სახით, 2003 წელს ერთხელ უკვე შემოგვიტანეთ “დემოკრატია” და ქვეყანაში სადისტური რეჟიმის დამყარებას შეუწყვეთ ხელი. დღეს, ამერიკაშიც იმავე ტიპის “დემოკრატიული” წესები მოქმედებს და კიდევ ერთხელ გსურთ ჩვენს ქვეყანასაც მოახვიოთ თავს, მაგრამ ეს მეორედ ვეღარ მოხდება! ამას აღარავინ დაუშვებს!სწორედ ამის სურვილის გამოვლინებაა, რომ ყოველდღიურად შფოთავთ, დღეში 2-3 განცხადებას აკეთებთ, აკერმანის რეკრუტირებულ 300-400 ბავშვს აგულიანებთ, დარბიან ეს ჭინკებიც და ანგრევენ მთელ თბილისს. გირჩევნიათ საკუთარ პროტესტებს მიხედოთ, ყველანაირი დემოკრატიული სტანდარტის გარეშე ბრუტალურად რომ არბევთ სტუდენტებს!ყარს დანიის სამეფო, ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა შექსპირი! მთელს მსოფლიოს მოედო შმორის სურნელი! გადატრიალებები, „მეიდანები“, ავღანური გაზაფხულები, ვენესუელაში თეთრი სახლიდან დანიშნული „პრეზიდენტები“, „დემოკრატიის შუქურები“ მორჩა! ჩაბარდა ისტორიას კოლონიალიზმი! XXI საუკუნეა! გამოფხიზლდით! დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება პარტნიორობა და არა ბატონყმობა! ყურადიღეთ საფრანგეთის აფრიკული გამოცდილება! ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია! სხვათა შორის მისტერ მილერ, მისტერ კირბი და მისს დენიგან, ხომ არ გინახავთ გუშინ როგორ პირუტყვებივით ექცეოდა საფრანგეთის პოლიცია დემონსტრანტებს, რა სისასტიკით სცემდნენ, ძაღლებს უქსევდნენ ადამიანებს, ხელკეტებით ცხვირ-პირს უმტვრევდნენ!? არ გაშფოთებთ და არ აღგაშფოთებთ საფრანგეთში ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებთან მსგავსი შეუსაბამო ქმედებები, იქნებ მოგვახსენოთ თქვენი აზრი უახლოეს ბრიფინგზე თეთრ სახლში ან თუნდაც განცხადებების სახით. როგორც თქვენ გაღელვებთ საქართველოში, ესე ჩვენ გვაღელვებს დემოკრატიის ხარისხი ევროპაში და ამერიკაში, რადგან კონსტიტუციით გვაქვს გაცხადებული ევროპული კურსი და ნატოს წევრობა. ხომ უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ და პირველ რიგში, ამჟამად თბილისის ქუჩებიდან „შიგ ევროპაში“, ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით დაძრულმა, თქვენი ფინანსური მოწყალების შედეგად აკერმანულად დატრენინგებულმა Gen Z-ი სადო-საძმომ, რა ელოდება იქ, ლიბერალურ, ლგბტ, უსარწმუნოებო, ამჟამინდელი დასავლური ფსევდო ღირებულებებით გაცისკროვნებულ სამყაროში.და ბოლოს, უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, რადგან, როგორც თქვენმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ, რუსულ-ამერიკულმა FARA-ს კანონმა და ევროკომისიის დირექტივამ დაგვარწმუნა, ის აუცილებლად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ უცხოური აგენტურის სიჭარბე და თქვენ მიერ დაგეგმილი და მათ მიერ განხორციელებული შემოტევის მცდელობები ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე და სუვერენიტეტზე! ლგბტ პროპაგანდისგანაც ავარიდებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს! და ყველა თაობა ერთად დავიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას!საქართველო დღეს შემდგარი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოა. თქვენგან განსხვავებით არა ყალბ და დეგრადირებულ, არამედ ტრადიციულ ევროპულ, ანუ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ევროპული ოჯახის, საუკუნოვანი, ერთგული და თავგანწირული გუშაგი და დამცველი! ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ღირსეული ევროპელი ხალხების და ქვეყნების, თანამედროვე კავშირში! რადგან ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალზე ზრუნვით!", - წერს გიორგი ხაინდრავა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714729400

ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად შეფასება ახალისებს რადიკალიზმს და მეტი ძალადობა მოჰყვება, გუშინ გადაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერია, აქციამ მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო - შალვა პაპუაშვილი

აქცია როდესაც არის ძალადობრივი და ხდება მისი შეფასება, თითქოს მშვიდობიანია, ეს ხელს უწყობს და ახალისებს რადიკალიზმს, ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ასეთ განცხადებებს შემდეგ ჯერზე მეტი ძალადობა მოჰყვება.„აქცია როდესაც არის ძალადობრივი და ხდება მისი შეფასება, თითქოს მშვიდობიანია, ეს ხელს უწყობს და ახალისებს რადიკალიზმს, ძალადობას. ვნახეთ, რომ პირველი დღის შემდეგ, როდესაც იყო მსგავსი განცხადებები, შემდეგ ჯერზე მეტი ძალადობა მოჰყვა. გუშინ იყო მხარდამჭერი განცხადებები და გუშინ საღამოს ვნახეთ, რომ ძალადობის აქციები უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მანამდე ძალადობა თუ გამოხატული იყო პოლიციელების, პარლამენტის შენობის მიმართ და პოლიცია ყველანაირად ცდილობდა, თავშეკავებული ყოფილიყო, გუშინ ვნახეთ, რომ ახალ დონეზე ავიდა ძალადობა, პოლიტიკური უმცირესობის აქცია და მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო.გუშინ გადაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერია. მოქალაქეებს არა მხოლოდ დისკომფორტი შეექმნათ, არამედ, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რომ ადამიანებს ესაჭიროებოდათ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, სჭირდებოდათ გავლა, მაგრამ არავის ატარებდნენ. ეს უკვე არის პირდაპირ ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, გარკვეულწილად, სწორედ ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავთ, მათ შორის უცხოელ აქტორებს თავისი განცხადებებით, რომლითაც თვალს ხუჭავენ ძალადობაზე, რომელიც ხდება აქციაზე და ამით ახალისებენ მეტ ძალადობას. ზუსტად ეს არის შედეგი ამგვარი განცხადების, რომელიც ახალისებს ძალადობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ამასთან, პაპუაშვილმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, თავიანთი პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.„მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, საქართველოს კონსტიტუციით პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა უზრუნველყოფილია ყველასთვის. ყველა უნდა ჩაეტიოს მშვიდობიან ფორმაში და ამან არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ფორმა. ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. ამიტომ, ვისაც სურს, გამოთქვას თავისი პროტესტი თუ მოსაზრება, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმა და გამოიყენონ მშვიდობიანი ფორმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714727071

მოვუწოდებ საერთაშორისო აქტორებს, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, ჰქონდეთ კომუნიკაცია, მათ შორის შსს-სთან, საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთონ განცხადებები - შალვა პაპუაშვილი

მოვუწოდებ ყველას , განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.„იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელო აქტორის მხრიდან. ეს გარკვეულწილად ქმნის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება, თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივი გზით შეწყვეტა მოხდა. ყველამ ნახა, სინამდვილეში, რა ხდებოდა და, მათ შორის ნახა პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგები, რომელსაც გუშინ წინ, ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ამის ფონზე თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიციის დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, ამ მხრივ იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაცია ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს.ყველას შევახსენებ, რომ 2019 წლის ნოემბრის აქციების დროსაც იყო განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, აშშ-ის საელჩოს მხრიდან. გახსოვთ, ხდებოდა პიკეტირება საქართველოს პარლამენტის შენობის და მაშინაც აქციის დაშლასთან დაკავშირებით პოლიციის ქმედება შეაფასეს გარკვეული შეშფოთებებით. შემდეგ, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სრული სტანდარტების დაცვით მოქმედებდა საქართველოს პოლიცია და საელჩოების ეს განცხადება იყო ყალბი ნარატივის დამკვიდრება. ამიტომ, გარკვეული დეჟა ვუ არის, როდესაც გუშინ განცხადებებს ვკითხულობდი.ველოდებოდი ამ განცხადებებს და მაინტერესებდა, რა სახის გამოხმაურება იქნებოდა, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საელჩოებთან საქართველოს პარლამენტს აქვს პარტნიორული ურთიერთობა, გვაქვს სხვადასხვა სახის საქმიანი ურთიერთობა. როდესაც პარლამენტის შენობაზე ხდება თავდასხმა და ამ თავდასხმის მოგერიებაზე საქართველოს პოლიცია შესაბამის ზომებს იყენებს, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ, ამის ფონზე ვხედავთ საელჩოების განცხადებას, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და  არანაირი მიზეზი არ არსებობდა, საპოლიციო ძალები ყოფილიყო გამოყენებული, რაც, ერთის მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრება, მეორე მხრივ, სამწუხარო განცხადება პარლამენტთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად ასევე ზიანს აყენებს ცალკეული საელჩოების დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. გარკვეული საელჩოების მხრიდან ველოდებოდი მეტ სოლიდარობას პარლამენტის მიმართ. ეს თუ მშვიდობიანი აქცია იყო, ალბათ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ჩვენ, რა არის მშვიდობა ამ მხრივ. ჩვენ ვხედავთ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლიციის მოქმედებას, რომელიც არის მეტად მკაცრი, ბრუტალური და ამის ფონზე, იმავე ქვეყნის წარმომადგენელი საელჩო საქართველოს პოლიციის მართლაც ფრთხილ, სტანდარტების შესაბამის მოქმედებას როცა აფასებს, თითქოს მშვიდობიანი აქციის მიმართ ძალის გამოყენება იყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სამწუხარო მცდელობაა ყალბი ნარატივის დამკვიდრების. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო აქტორს, განსაკუთრებით საელჩოებს, რომლებიც არიან საქართველოში, გაერკვნენ ვითარებაში, მათ შორის ჰქონდეთ კომუნიკაცია შსს-სთან და ამის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები, გააკეთონ განცხადებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“. აღნიშნულთან დაკავშირებით განცახდება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია: „მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას“.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი

პოლიტიკა 1714679577

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, იმოქმედონ მშვიდობიანად და არ მიმართონ ძალადობას

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვოლკერ ტურკი წერს, რომ შეშფოთებულია ძალოვნების მხრიდან, აქციის მონაწილეების მისამართით არასაჭირო და არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო.უმაღლესი კომისარი მოუწოდებს დემონსტრანტებს, აქციების ორგანიზატორებს გამოხატონ საკუთარი აზრი მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე.გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედია ორგანიზაციებთან.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1714656103

მაშინ როცა, ევროპაში და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გმობს საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების მისამართით-სასაცილოა - ნინო ფოჩხუა

“მაშინ როცა, არა მარტო იტალიაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და გმობს ძალადობას დემონსტრანტების მისამართით. სასაცილოა.”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.ექსპერტის თქმით, პოლიციელზე ძალადობას ნეტავ როგორ უყურებს ბატონი ტაიანი, იმასაც გმობს თუ მის ქვეყანაში რაც შესაძლებელია, ჩვენთვის მიუღებელი?მისივე თქმით, კიდევ უფრო საკვირველია მისი ბოლო ფრაზა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს როდის უჭერს და დაუჭერს ბატონი ტაიანი მხარს, მომიტინგეებზე რომ "ძალადობს" პოლიცია თუ პირიქით?“მაშინ როცა, არა მარტო იტალიაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და ამერიკაში მჯდომარე მომიტინგეებსაც კი სასტიკად უსწორდება პოლიცია, იტალიის ვიცე-პრემიერი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და გმობს ძალადობას დემონსტრანტების მისამართით. სასაცილოა. პოლიციელზე ძალადობას ნეტავ როგორ უყურებს ბატონი ტაიანი, იმასაც გმობს თუ მის ქვეყანაში რაც შესაძლებელია, ჩვენთვის მიუღებელი?კიდევ უფრო საკვირველია მისი ბოლო ფრაზა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს როდის უჭერს და დაუჭერს ბატონი ტაიანი მხარს, მომიტინგეებზე რომ "ძალადობს" პოლიცია თუ პირიქით?”- წერს ნინო ფოჩხუა.

ხერტ იან კოოპმანი

პოლიტიკა 1714654931

ვფიქრობ, ძალიან დაძაბული გარემოა თბილისში, არის ესკალაცია და პოლარიზაცია, მოვუწოდებ ყველას, შეამცირონ ტემპერატურა, ეს ძალიან არაჯანსაღია - ხერტ იან კოოპმანი

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად, ჯერ შეზღუდულია პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ასევე არ არის კარგი, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო.„ჩვენ ორი დღე მთავრობასთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან საუბარში გავატარეთ. ასევე, ცხადია, ვესაუბრეთ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. უნდა ვთქვა, რომ ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. თბილისის ქუჩებში ძალადობა ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ თბილისის ქუჩებში ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა. კანონმდებლობასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი მოვლენები ხდება. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.ამავდროულად, პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით ჯერ შეზღუდულია, რაც ასევე არ არის კარგი. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ მოვამზადებთ რეკომენდაციებს სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერსა და ნოემბერში. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, ბურთი ძალიან მტკიცედ არის მთავრობის მოედანზე. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქ არის, რათა იმუშაოს კანდიდატ ქვეყნებთან. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, მიუახლოვდეს ევროკავშირს და მჯერა, რომ მათ მთავრობასაც ასევე სურს ეს. ვგრძნობ ამას. ასე რომ, ვიმედოვნებ, ამ საფუძველზე დღევანდელი ძალიან რთული ვითარების მოგვარება შესაძლებელია. და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ“, – აღნიშნა ხერტ იან კოოპმანმა.როგორც კოოპმანმა აღნიშნა, ეს კანონი არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან.„ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი პრობლემურია გაწევრიანების გზაზე. როგორც ვიცი, ის მეორე მოსმენით მიიღეს, უნდა იყოს მესამე მოსმენაც, რასაც მოჰყვება პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინაა, გამოყენებულ უნდა იქნას კანონზე არსებითი დისკუსიისთვის. არსებული სახით ის მკაფიოდ მიუღებელია ჩვენთვის. ეს არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან, თუმცა გამჭვირვალობა, როგორც ღირებულება, რა თქმა უნდა, კარგია. ჩვენ ევროპაში ვქადაგებთ გამჭვირვალობას. ვიმედოვნებ, ეს კანონი არსებული სახით არ იქნება მიღებული და ვიმედოვნებ, რომ შეიძლება, დაიხვეწოს. ვფიქრობ, ქუჩებში ამდენი ხალხის ნახვა საზოგადოებაში სტრესის ძალიან მკაფიო სიგნალია. ძალადობა ყოველთვის ცუდია. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამით.ევროკავშირმა წარადგინა დირექტივა დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის კანონზე, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიასა და გამჭვირვალობას. კანონი მიზნად არ ისახავს საზოგადოებაში კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას და ის რა თქმა უნდა არ განსაზღვრავს მათ უცხოური წყაროების ინტერესებზე მომუშვეებად, როდესაც ისინი დაფინანსებას იღებენ უცხოური წყაროებიდან. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან განსხვავებულია. თუ არსებული სახით კანონს მიიღებენ, ეს ძალიან პრობლემური იქნება. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული გარემოა თბილისში, არის ესკალაცია და პოლარიზაცია. მოვუწოდებ ყველას, შეამცირონ ტემპერატურა. ეს ძალიან არაჯანსაღია“, – აღნიშნა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1714653560

დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში - დღეს უკვე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაუდგა სათავეში აქციებს, ის არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს - არჩილ თალაკვაძე

დღეს პრაქტიკულად, რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში, პირდაპირ თქვეს, რომ აქციებს ამიერიდან ისინი ჩაუდგებიან სათავეში. ჩვენ ვთქვით ეს ორი დღის წინ, რომ შემდეგ დღეებში, პირდაპირ იქნებოდა მცდელობა, რომ ამ პოლიტიკურმა უმცირესობამ ძალადობრივი გეგმით გააგრძელოს აქციების მართვა და ის გადაიყვანოს ძალადობაში,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აქციის ორგანიზატორობა პირდაპირი გზავნილია საზოგადოებისთვის, რომ აქციების პატრონი უკვე სწორედ ეს პოლიტიკური პარტიაა. თალაკვაძის თქმით, მოქალაქეები, ვისაც მცირე ინფორმაცია მაინც აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნაზე, არ მისცემენ რადიკალებს საშუალებას, მათი პროტესტი ბნელი გეგმებისთვის გამოიყენონ."დღეს უკვე, "ნაციონალური მოძრაობა" რომ ჩაუდგა სათავეში აქციებს, ეს არის პირდაპირი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის უკვე ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, რომ ეს პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს მცირე ინფორმაცია მაინც, ვისაც ახსოვს ეს ხალხი ხელისუფლებაში, ვისაც მართლა სურს, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური განვითარება შენარჩუნდეს, რა თქმა უნდა, არ დადგება "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით და არ მისცემს საშუალებას არავის, რომ მათი მონაწილეობა აქციებში გამოიყენონ იმ ბნელი გეგმებისთვის, რაც აქვს ამ პოლიტიკურ რადიკალურ უმცირესობას." - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1714653095

როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება - არჩილ თალაკვაძე

სახელმწიფო ყველგან, საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვალდებულია, რომ დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება, დაიცვას თავისი მოქალაქეები, საზოგადოება და სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესები. ამას აკეთებს საქართველოშიც სახელმწიფო და ამას აკეთებს, ზოგჯერ კიდევ უფრო მკვეთრი ფორმებით, სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უცხოელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ .თალაკვაძის თქმით, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია,  დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება.„როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, შესაბამისად უფრო გასაკვირი და მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია,  დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება. მაშინ სახელმწიფო აღარ იარსებებს და ის ვერ იდგება მოქალაქეების და ქვეყნის დასაცავად. საქართველო ასეთი არ არის დღეს და არც მომავალში არ იქნება ამის პირობას ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1714651081

სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი - არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს - არჩილ თალაკვაძე

ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა პირდაპირი შეტევა საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში.მისი თქმით, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი.მისივე თქმით, სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები.  აქვე მან  მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის.„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ გუშინ და შემდეგ დღეებში იქნებოდა უკვე პირდაპირი მცდელობები, რომ ეს პროტესტი გადაიზარდოს ძალადობაში და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი  გეგმის განხორციელება დაიწყოს, რაც გუშინ ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. კიდევ ერთხელ მივმართავთ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დარჩნენ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, დაიცვან კანონით დადგენილი წესები მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, საერთო ჯამში დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები, დიდი სამუშაო გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ და სასწრაფო დახმარების სამსახურმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. რაც შეეხება კონკრეტულ პროცესებს, რისი აღწერაც და დოკუმენტირებაც მიმდინარეობს, საზოგადოებამ ეს ნახა პირდაპირ ეთერში - იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში. სწორედ ამაზე ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმა იქნებოდა ასეთი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას

პოლიტიკა 1714647340

დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს."ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას". - ეს შაბლონური წინადადება სახეცვლილი და ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ ლექსიკონშია, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მე საპირისპიროდ, მათი პოზიციის შესაფასებლად გამოვიყენე. ვფიქრობ, მათ ყველაზე მეტად სტანდარტული, გლობალური ომის პარტიის გაიდლაინებით გაწერილი ენა ესმით. გუშინ, ამ ბიუროკრატიის "მმართველმა", ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და "შეშფოთებულმა", თბილისის ქუჩებში ძალადობა დაგმო, ასევე გვითხრა, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ზუსტად რომ არ ვიცოდე, რა მიზანი ამოძრავებს ფონ დერ ლაიენს და რა დავალებას ასრულებს ის მიმდინარე პროცესებში, ვიფიქრებდი, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივ აქციას გმობს, რამეთუ გუშინ ქართველმა ხალხმა იხილა ცალმხრივი ძალადობა აქციის მონაწილეების მხრიდან, შენობების პიკეტირება, გადამწვარი შენობები და პარლამენტის სასახლის განადგურების მცდელობა. თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენს სულაც არ უფიქრია რადიკალების აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების დაგმობა, უფრო მეტიც, მისი განცხადების მთავარი მიზანი იმ ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო, რომელიც თბილისის ქუჩებში აქაური აგენტურის მითითებით რევოლუციისთვის გაწვრთნილმა ჯგუფებმა დაანთეს.ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, განვიმტკიცოთ სუვერენიტეტი და ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ ის ჩაკეტილი წრე, რომელზეც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დაგვატარებს ფუნქციადაკარგული დასავლური ბიუროკრატია. ამ გზაჯვარედინზე ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი გზაა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის განმტკიცების მომტანი, ხოლო "დაუძინებელ მეგობრებს" ყველაზე მეტად აშფოთებთ და ადარდებთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მიზეზი მარტივია - როდესაც ხარ ძლიერი, აღარ ხარ მოწყვლადი გარე ჩარევებისგან, როდესაც ხარ ძლიერი, მარტივად შიფრავ და ანეიტრალებ იმ ძალებს, რომლებსაც საქართველოში საკუთარი ინტერესები გააჩნიათ და მუდმივად ზრუნავენ იმ ჯგუფების გაძლიერებისთვის, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში მათი კარნახით ქვეყანას ან ომის ქარცეცხლში გახვევენ, ან როგორც მინიმუმ, რეგიონში საკუთარი პოლიტიკისა და ინტერესების გასატარებლად გამოიყენებენ. ამიტომ დღეს ჩვენ გვიდგას საკითხი მარტივად - ან ვაძლიერებთ საქართველოს სუვერენიტეტს, ან ვთმობთ პოზიციებს და ვაგრძელებთ ჩაკეტილ წრეზე სიარულს იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაგვტეხავენ და NGO - ების ხელით ხელისუფლებაში აგენტურას დააბრუნებენ.ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადამწყვეტ როლს სწორედ ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის „ლიდერები“ ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენია. მისი გუშინდელი განცხადება კი კიდევ ერთი დასტურია, რომ გლობალური ომის პარტიის მარიონეტები ყველაფერზე წავლენ, რომ საქართველოში პროცესები უმართავი გახდეს, რამეთუ ხალხის მხარდაჭერა მათ არ აქვთ და ერთადერთ შანსს სწორედ არეულობასა და ქაოსში ხედავენ. მათ კარგად იციან, რომ თევზის დაჭერა მღვრიე წყალში ბევრად უფრო მარტივია. საქართველოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასავლეთიდან უტიფრად უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერებაზე თავად ევროპელ სამართალდამცველებს აქვთ სერიოზული კითხვის ნიშნები.როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტი ამერიკულმა მედიამ კორუფციაში ამხილა, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდპანდემიის დროს, ვაქცინების შესყიდვის პროცესში ერთ-ერთი კომპანიის სასარგებლოდ, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და ეს სისხლის სამართლის საქმე დამოკლეს მახვილივით აქვს დაკიდებული თავზე. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი ევროპული სამართლის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპის დასტურია. პირიქით, ამ გარემოების გამო ევროკომისიის პრეზიდენტი სრულად არის შებოჭილი საკუთარ გადაწყვეტილებებში, რამეთუ ერთი შეუთანხმებელი ნაბიჯის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გლობალური ომის პარტიის მესვეურები აღნიშნულ ბერკეტს გამოიყენებენ და მარტივად, "სამართლებრივი საფუძვლებით" გაანეიტრალებენ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ "სამართლებრივ" პროცესებამდე 1 წლით ადრე, ფონ დერ ლაიენის ქმარი, ყველასთვის მოულოდნელად ერთი რიგითი სამედიცინო მუშაკობიდან პირდაპირ ამერიკული სამედიცინო გიგანტის, კომპანია "ორგენეზისის“ დირექტორად დაინიშნა, რომელიც პანდემიის დროს ვაქცინების განაწილებით იყო დაკავებული. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიის უმეტეს წილებს ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი "ბლექროკი" ფლობს, რომელსაც თავის მხრივ ის ოჯახები მართავენ, რომელთა უკიდეგანო გავლენამ დასავლურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტორებზე სრულად გააკონტროლა დასავლური პოლიტიკური კონიუნქტურა.სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი ოჯახის წევრის კარიერული წინსვლის პარალელურად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ზუსტად ანალოგიური პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოჯახსაც შეეხო. კერძოდ, სანამ ზურაბიშვილი ბოლომდე გაფორმდებოდა ადგილზე მოქმედი აგენტურის რიგით წევრად და ბოლომდე ჩადგებოდა მათ სამსახურში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჯერ მისი ქალიშვილი რიგითი ჟურნალისტობიდან თეთრი სახლის პრეს-სამსახურში გადაიყვანეს, ხოლო ვაჟი არც მეტი, არც ნაკლები - საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩევლად დანიშნეს. აქაც ნათელია, რომ გლობალური ომის პარტია უხეში, მაგრამ ზედმიწევნით გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებს.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველი ხალხისათვის უბრალოდ შეურაცხმყოფელია მსგავსი პერსონების მხრიდან ქართულ პოლიტიკურ პროცესებში უხეში და მავნებლური ჩარევები. უმჯობესი იქნებოდა, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად იმაზე ეზრუნა, რომ სრულად განადგურებული ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპები როგორმე რეპუტაციულად გადაერჩინა, თუმცა ეს ილუზია დღეს არავის აქვს, რადგან ევროკავშირის იდეის მიზანმიმართულ ნგრევაში მისი როლი საკმაოდ დიდია", - აღნიშნულია წერილში.