1758051983
რა ჩაიწერება მოსწავლის პირად საქმეში კლასების მიხედვით – დამტკიცებულია ახალი წესი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მოსწავლის პირადი საქმის ახალი ფორმა და მისი წარმოების წესიც.
კერძოდ, სექტემბერში ცვლილება განხორციელდა „მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში.
13-გვერდიან დოკუმენტში კლასების მიხედვით არის გაწერილი თუ რა ჩაიწერება მოსწავლის პირად საქმეში წლების მიხედვით.
დოკუმენტს ხელს აწერს სკოლის დირექტორი, თუმცა აქვს თუ არა თავად მისი შევსების ვალდებულება ბრძანებაში გაწერილი არ არის.
ასევე, დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის“ (დანართი №2) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: „ა) სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ გაცემული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა“.