პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა
1757690441
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს, თუმცა, ფაქტს უარყოფს მისი ადვოკატი ბექა ბასილაია. რა ჩვენება მისცა გამოძიებას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 11 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.
უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.
ზოდელავას ბრალად ედება „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“.
მურთაზ ზოდელავას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.