დღეს სარკისებური თარიღია - გადატვირთეთ თქვენი ცხოვრება და აისრულეთ სანუკვარი სურვილები
1760040007
ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივის პირველი ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორში ომის დასრულებას.
ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული ირიბი მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტს ხელი მოეწერა.
შეთანხმების დეტალების მიხედვით: საომარი მოქმედებები შეწყდება; ისრაელი ნაწილობრივ გაიყვანს ჯარებს ღაზის სექტორიდან; „ჰამასი“ გაათავისუფლებს ყველა დარჩენილ მძევალს.
ამის სანაცვლოდ, ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
გარდა ამისა, ღაზაში დაუყოვნებლივ შევა სასურსათო და სამედიცინო დახმარების სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი.