TikTok მშობლებსა და კრეატორებს ახალ ფუნქციებს სთავაზობს

tik tok

TikTok-ში სიახლეებია, რაც მშობლებისთვის გაუმჯობესებულ საკონტროლო ფუნქციებს, კრეატორებისთვის დამატებით ხელსაწყოებსა და ახალ ინტერაქციულ კეთილდღეობისთვის გამიზნულ ფუნქციას მოიაზრებს. ამასთან, პლატორმამ უკვე საჯაროდ შემოგვთავაზა Footnotes, თავისივე ფაქტების შემოწმების სისტემა. 

სოციალური ქსელი დამატებით ხელსაწყოებზე წვდომას მშობლებს Family Pairing-ზე აძლევს, ფუნქციაზე, რომელიც მათ თავიანთი ექაუნთების შვილების ანგარიშებთან დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს, რათა უსაფრთხოების პარამეტრები თავადვე განუსაზღვრონ. მშობლებს ახლა უკვე შეეძლებათ, დაბლოკონ კონკრეტული ანგარიშები თინეიჯერების ექაუნთიდან. შედეგად კი, დაბლოკილი ექაუნთები ვეღარ დაუკავშირდებიან მათ და ვერც თინეიჯერი შვილი იხილავს კონტენტს დაბლოკილი ექაუნთისგან. 

მშობლები უკვე ავტომატურად მიიღებენ შეტყობინებას, როცა თავიანთი შვილი საჯაროდ ვიდეოს, სთორს ან ფოტოს ატვირთავს - ტიკტოკი ფიქრობს, რომ ეს მათ ინფორმირებას შეუწყობს ხელს, რათა გაიგონ, რას პოსტავს თავიანთი შვილი, ისე რომ მათი შემოქმედებითობაც არ შეაფერხონ. ამასთან, იმ უსაფრთხოების პარამეტრებსაც ნახავენ, რომელთაც თავიანთი შვილი აირჩევს, მაგალითად თუ გადმოწერებისთვის ასაკში 16-17 წელს მიუთითებს…

ახალ ფუნქციებს შორისაა Creator Care Mode-იც, რომელიც ავტომატურად ფილტრავს ყველა კომენტარს იმის მიხედვით, შეურაცხმყოფელია იგი თუ შეუსაბამო. ეს იმ მომხმარებლების კომენტარებსაც ეხება, რომლებიც დარეპორტებულია, Dislike აქვს ან წაშლილია.

ტიკტოკის თქმით, ფუნქცია AI-ს იყენებს, რათა გაიაზროს, როგორ ბლოკავს ან შლის კონტენტს მომხმარებელი. ამგვარად, თუ კრეატორი განმეორებითაც წაშლის ან დაარეპორტებს კონკრეტული ტიპის კომენტარებს, შემდგომში მათ ნაკლებად ნახავს.

TikTok Live-ს კი ახალი ხელსაწყო ემატება, რომელიც კრეატორებს საშუალებას მისცემს, კონკრეტული სიტყვა თავიანთი კომენტარებიდან სრულად დაბლოკონ. ამასთან, მომხმარებლები, რომლებიც კონკრეტულ ფრაზას აკომენტარებენ, მომავალში, შესაძლოა, Mute-ის საშუალებით, კრეატორის მიერ არჩეული ხანგრძლივობის შესაბამისად, აღარ გახდეს შემაწუხებელი.

სიახლეები არც ამით მთავრდება, კრეატორებს შეტყობინებების მართვაში რომ დაეხმარონ, ტიკტოკი ახალ პროფესიონალურ გამოცდილებას სთავაზობს მათ, რომელსაც Creator Inbox-ის სახელით გვაცნობს. ეს უკვე Unread-ისა და Starred-ის ფაილებს მოიცავს. კრეატორებს კონკრეტული პასუხების დაყენებაც შეუძლიათ, რათა ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხონ.

ხოლო Creator Chat Room მათ ტიკტოკის გამომწერებთან დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს, რა დროსაც აქვთ საშუალება, პასუხები გამომწერებისგანაც მიიღონ. ოღონდ ამ ფუნქციაზე წვდომის მისაღებად კრეატორი სულ მცირე 18 წლის უნდა იყოს, 10 000 გამომწერი ჰყავდეს და Subscription ან Live Fan Club-იც ჰქონდეს. ჩატში სულ 300 ადამიანი შეუძლიათ, დაამატონ და მინიმუმ 20 განსხვავებული ჩატი ჰქონდეთ. 

კრეატორები წვდომას ახალ Content Check Lite-ის ფუნქციაზეც მიიღებენ — ამ ხელსაწყოს დახმარებით მომხმარებლები შეამოწმებენ, რამდენადაა შესაფერისი კონკრეტული კონტენტი For You-ს გვერდისთვის. საჭირო ცვლილებების განხორციელებას კი დაპოსტვამდე მოახერხებენ.

ტიკტოკი არც აქ ჩერდება და Content Check-ს ტესტავს, რომელიც კრეატორებს შესაძლებლობას სთავაზობს, შეამოწმონ, რამდენად შეეფერება მათი კონტენტი Community Guidelines-ს მანამ, სანამ ლაივში პლატფორმაზე გაუშვებენ.

Well-being Missions-ის ფუნქციაც სიახლეა - მოკლე ქვიზებისა და ინტერაქციური ბანქოს თამაშების ნაკრებია, რათა ადამიანებს ბალანსირებული ციფრული ჩვევების განვითარებაში დაეხმარონ. მომხმარებლებს აქ შეუძლიათ, მისიების დასრულებისას კონკრეტული სამკერდე ნიშნებიც მოიპოვონ.

დაბოლოს, რაც შეეხება ციფრული კეთილდღეობის გამოცდილებას, ახლა ტიკტოკი სუნთქვით ვარჯიშებს, დამამშვიდებელ აუდიო სიმღერებს და ეკრანთან გატარებული დროის ინსაითებს გვთავაზობს, რათა განტვირთვაში დაგვეხმაროს.