რაზე საუბრობენ ცხენები - შეიქმნა ნერვული ქსელი, რომელსაც ცხოველები ესმის

ცხენი

მიუხედავად იმისა, რომ ცხენები საუკუნეების მანძილზე მჭიდროდ თანაარსებობდნენ ადამიანებთან, ისინი ასევე ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაგები ცხოველია ადამიანისთვის. ისინი არ არიან ისეთი „მოლაპარაკე“, როგორც კატები და ძაღლები . ამიტომ, ცხენების აზრების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროდ რჩება მათი სხეულის ენა, წერს სამეცნიერო ჟურნალი Earth.com .

ცხენები ავლენენ დისკომფორტს პოზის, დაძაბულობის ან სიარულის დროს. თუმცა, თუ გამოცდილი პროფესიონალი არ ხართ, ამ ნიშნების გამოტოვება ადვილია. 

შვედეთის მკვლევართა ჯგუფმა, მანქანური სწავლისა და გენერირებული სურათების კომბინაციით, შექმნა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც შეუძლია ცხენების სხეულის ენის ინტერპრეტაცია გასაგებ ინფორმაციად.

სისტემა, სახელად Dessie, შეიძლება იყოს ძალიან გამოსადეგი ვეტერინარებისთვის, რომლებსაც ნათლად უნდა ესმოდეთ, თუ სად ჩნდება ტკივილი ცხენის სხეულში. 

Dessie-ს შეუძლია ადრევე აღმოაჩინოს პრობლემების ნიშნები, რაც ეხმარება ადამიანებს უფრო ზუსტად წაიკითხონ ცხენების სხეულის ენა.

აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი გაწვრთნილია არც ისე კარგი ხარისხის სურათებთან მუშაობისთვის. ამიტომ, ცხენის მოძრაობების გასაანალიზებლად, მას არ სჭირდება მაღალი ხარისხის ვიდეო ან, მით უმეტეს, სპეციალური მარკერები ცხენის სხეულზე. ეს ხსნის უამრავ შესაძლებლობებს სოფლის ვეტერინარებისთვის და ღარიბი ცხენის მომშენებლებისთვის.

ელინ ჰერნლუნდი, SLU-ს ასოცირებული პროფესორი და ცხენის ორთოპედიული კლინიცისტი, ამბობს, რომ მოდელი ეხმარება ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემის ადრეული ნიშნების იდენტიფიცირებას.