ცნობილი ადვოკატი მოულოდნელად გარდაიცვალა
1756380655
მსოფლიოს უდიდესმა მზის ტელესკოპმა მზის აფეთების ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოები გადაიღო.
მკვლევრები ჰავაიზე მდებარე დანიელ ინოუეს მზის ტელესკოპის (Daniel K. Inouye Solar Telescope) მეშვეობით აგვისტოს დასაწყისში მზეზე X-კლასის ძლიერი ამოფრქვევის დასკვნით ეტაპს აკვირდებოდნენ, რის შედეგადაც მზის ზედაპირზე ქაოსური პლაზმის მარყუჟების დეტალური გამოსახულებები მიიღეს.
ეს დაკვირვებები მეცნიერებს მზის ანთებების მექანიზმის გაგებაში და მომავალი ანთებების პროგნოზირების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინოუეს მზის ტელესკოპმა X-კლასის აფეთქება დააფიქსირა. ეს ანთებები ჩვენი ვარსკვლავის მიერ წარმოქმნილ ყველაზე ენერგეტიკულ მოვლენებს შორის არის და გაგვიმართლა, რომ მისი დაფიქსირება იდეალურ პირობებში შევძელით“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კოლ ტამბურიმ, კოლორადოს უნივერსიტეტის მზის ფიზიკოსმა.
მზის აფეთქებები მზის ქარიშხლების დროს გამოსხივებული სინათლის მასიური ნაკადებია. დაგრეხილი მაგნიტური ველები ქმნიან პლაზმის დიდ, შეკრულ მარყუჟებს, რომლებსაც არკადები ეწოდება და რომლებიც მზის გვირგვინში - მზის ატმოსფეროს ცხელ, უკიდურეს ფენაში ვრცელდება. როდესაც მაგნიტური ველები იმდენად რთულად იწვნება, რომ თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება (მოვლენა, რომელსაც მაგნიტური რეკონექსია ეწოდება), მზე ანთებების სახით სივრცეში ნაწილაკებსა და ენერგიას ტყორცნის. თუ ეს ანთებები დედამიწისკენ არის მიმართული, მათმა ენერგიამ შეიძლება რადიოკავშირი და ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი კოსმოსური ხომალდების მუშაობა დაარღვიოს.