1745863963
ჰუმანოიდურმა რობოტმა მსოფლიოში პირველად უნაკლო გვერდით ხტომა შეასრულა

კომპანია Zhongqing Robotics-ის ( ცნობილი როგორც EngineAI ) მიერ შექმნილმა PM01 რობოტმა ისტორიაში პირველად შეასრულა სრულყოფილი გვერდითი ბრუნვა.
რობოტისთვის მსგავსი აკრობატული მოძრაობის შესრულება განსაკუთრებით რთულია, რადგან მოითხოვს დინამიკურ ბალანსს, მომენტალურ აჩქარებას და ზუსტ დაშვებას. ეს მიღწევა აჩვენებს არა მხოლოდ რობოტის სტაბილურ სიარულს, არამედ მაღალი სიჩქარით დინამიკურ მოძრაობებშიც მის პოტენციალს.
PM01-ის წარმატება ხაზს უსვამს კომპანიის ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც ჰუმანოიდური რობოტების ახალი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული.