აღმოჩენა

1745588820

მყვინთავებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გემის ნამსხვრევებში ძველი ფორდი აღმოაჩინეს

მყვინთავებმა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, ბრიტანეთის სანაპიროს მახლობლად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელშიც ძველი ავტომობილი იქნა აღმოჩენილი.აღმოჩენილი ავტომობილი 1940-იანი წლების ფორდის მოდელია. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი ისტორიული მიგნებაა, რომელიც ომის დროინდელ ლოგისტიკასა და ტრანსპორტზე ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

კვლევა

1745579160

სისხლის ანალიზით მელანომის დაბრუნების წინასწარ გამოვლენა შესაძლებელი გახდა - კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ანალიზი, რომელიც კანის მელანომის ( კანის კიბოს ნაკლებად გავრცელებული ფორმა) მქონე პაციენტებში დაავადების დაბრუნების პროგნოზირებაში დაგვეხმარება. ეს ტესტი ეძებს სპეციფიკურ, გენეტიკურ მუტაციებს, რომლებიც მელანომასთან ასოცირდება.ტესტის საშუალებით შესაძლებელია დაავადების დაბრუნების აღმოჩენა სიმპტომების გამოჩენამდე, რაც ექიმებს საშუალებას მისცემს დროულად დაიწყონ მკურნალობა.მიუხედავად იმისა, რომ ეს ტესტი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და საჭიროებს დამატებით კვლევებს, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ის ფართოდ გამოყენებული იქნება კლინიკურ პრაქტიკაში.

კვლევა

1744611060

ქალებს შესაძლოა უკეთესი სმენა ჰქონდეთ, ვიდრე მამაკაცებს - ახალი კვლევა

ქალებს შესაძლოა მამაკაცებზე უკეთ ესმოდეთ - ამის შესახებ მიუთითებს ახალი გლობალური კვლევა, რომელიც მეცნიერებმა სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ თემებში ჩაატარეს. როგორც Fox News იუწყება, ფრანგმა მკვლევრებმა 13 სხვადასხვა ქვეყნის 448 მონაწილეზე ჩაატარეს სმენის ტესტი და აღმოაჩინეს, რომ სქესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სმენის მგრძნობელობის თვალსაზრისით.კვლევა, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ქალებს, საშუალოდ, უკეთესად აქვთ განვითარებული სმენის სისტემა. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სმენის ხარისხზე გავლენას ახდენს საცხოვრებელი გარემო, ასაკი და ყურის სიმეტრია, თუმცა ყველაზე სტაბილური განსხვავება სწორედ სქესში გამოიკვეთა.მკვლევრების, თქმით ეს განსხვავებები შესაძლოა ევოლუციური და ბიოლოგიური ფაქტორებით აიხსნას, თუმცა დასკვნების გამყარებას შემდგომი კვლევები მოითხოვს.

აღმოჩენა

1744379640

სანაპიროზე სეირნობისას წყვილმა უძველესი იარაღი აღმოაჩინა, რომელიც წარსულის საიდუმლოებებს ინახავს

ისრაელის ცენტრალურ სანაპიროზე, ჩვეულებრივ სეირნობისას, წყვილმა შემთხვევით აღმოაჩინა ბრინჯაოს ხანის ხმალი, რომელიც დაახლოებით 3,000 წლის წინანდელია. Fox News-ის ცნობით, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა იმ პერიოდის სამხედრო ტექნოლოგიებისა და კულტურული კავშირების შესახებ.არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ხმალი შესაძლოა ეკუთვნოდა ადგილობრივ მებრძოლს ან სავაჭრო გზებით მოსულ მეომარს,რაც იმ პერიოდის კულტურულ და სამხედრო ურთიერთობებზე მიუთითებს.ამჟამად ხმალი რესტავრაციის პროცესშია და მისი გამოფენა იგეგმება ისრაელის მუზეუმში, რათა საზოგადოებამ გაიგოს მეტი ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ.

სნიკ

1743843960

ინგლისელი მამაკაცი საკუთარი სურვილით Snickers-ის კუბოში დაკრძალეს

ინგლისში მცხოვრები 55 წლის პოლ ბრუმი, რომელიც ცნობილია თავისი ხუმრობებითა და მხიარული ხასიათით, დაკრძალეს სნიკერსის თემატიკაზე შექმნილ კუბოში, როგორც მან თავის ანდერძში ისურვა.კუბოზე ეწერა ფრაზა "I'm nuts" ( "მე ვარ გიჟი" ), რაც ასახავდა მისი ხასიათის მხიარულ მხარეს. ასევე, კუბოზე გამოსახული იყო მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბის, კრისტალ პალასის, ლოგო.დაკრძალვის დღეს პოლ ბრუმის მეგობრები სპეციალურად დამზადებული მაისურებით შეიკრიბნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს იგი ბოლო გზაზე. ეს დეტალები დაკრძალვის ცერემონიალს აქცევდა პოლის ცხოვრების ნამდვილ დღესასწაულად, როგორც აღნიშნა დაკრძალვის ორგანიზატორმა ალი ლეგომ.

შაქარი

1743799613

შაქრის შემცვლელები შესაძლოა ტვინის ფუნქციას ცვლიდეს - კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, შაქრის შემცვლელები, როგორებიცაა ასპარტამი და სუკრალოზა, შესაძლოა ტვინის ნეირონულ აქტივობაზე ზემოქმედებდეს, რაც მადას ზრდის და მეტ საკვებზე მოთხოვნას იწვევს.სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის, მედიცინის სკოლის ბოლო კვლევის თანახმად, სუკრალოზა - ფართოდ გამოყენებული შაქრის შემცვლელი - ზრდის ჰიპოთალამუსის აქტივობას, ტვინის უბანში, რომელიც არეგულირებს მადას და სხეულის წონას.მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დამატებითი კვლევები საჭიროა, რათა სრულად დადგინდეს, რა გავლენას ახდენს შაქრის შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობაზე და რამდენად უსაფრთხოა მათი გრძელვადიანი მოხმარება.

რობოტი

1743768240

ჰუმანოიდურმა რობოტმა მსოფლიოში პირველად უნაკლო გვერდით ხტომა შეასრულა

კომპანია Zhongqing Robotics-ის ( ცნობილი როგორც EngineAI ) მიერ შექმნილმა PM01 რობოტმა ისტორიაში პირველად შეასრულა სრულყოფილი გვერდითი ბრუნვა.რობოტისთვის მსგავსი აკრობატული მოძრაობის შესრულება განსაკუთრებით რთულია, რადგან მოითხოვს დინამიკურ ბალანსს, მომენტალურ აჩქარებას და ზუსტ დაშვებას. ეს მიღწევა აჩვენებს არა მხოლოდ რობოტის სტაბილურ სიარულს, არამედ მაღალი სიჩქარით დინამიკურ მოძრაობებშიც მის პოტენციალს.PM01-ის წარმატება ხაზს უსვამს კომპანიის ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც ჰუმანოიდური რობოტების ახალი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული.

პროსტატ8ი

1743527787

პროსტატის კიბოს სკრინინგის გამოტოვება დაავადების რისკს 45%-ით ზრდის - კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, მამაკაცებს, რომლებიც თავს არიდებენ პროსტატის კიბოს სკრინინგს, 45%-ით მეტი რისკი აქვთ დაავადების განვითარების.პროსტატის კიბო მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული კიბოა და კიბოს სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზი გახლავთ. ეროვნულ სკრინინგ პროგრამებში, განსაკუთრებით პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ( PSA ) დონის გაზომვა, შესაძლებელია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.ევროპული კვლევა, სახელად " ევროპული რანდომიზებული კვლევა პროსტატის კიბოს სკრინინგზე" ( ERSPC ), აჩვენებს, რომ  PSA-ს სკრინინგი ამცირებს პროსტატის კიბოსგან სიკვდილიანობის რისკს 20%-ით.20-წლიანი მონაცემების ანალიზმა ERSPC-დან აჩვენა, რომ სკრინინგზე არ დამსწრეებს მნიშვნელოვნად მაღალი აქვთ სიკვდილიანობის რისკი მათთან შედარებით, ვინც ესწრება სკრინინგს. კვლევა მიუთითებს, რომ სკრინინგზე არ დასწრება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზოგადად ჯანდაცვის თავიდან აცილებასთან.ექსპერტები ხაზს უსვამენ სკრინინგის თავიდან აცილების მიზეზების გაგებასა და მოგვარებას, რათა გაუმჯობესდეს მონაწილეობის მაჩვენებელი და შედეგები.

აღმოჩენა

1743514860

არქეოლოგებმა ევროპაში უძველესი ებრაული აბანო აღმოაჩინეს

იტალიაში, ოსტია ანტიკაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 1,600 წლის წინანდელი ებრაული რიტუალური აბაზანა, რომელიც ევროპაში ყველაზე ძველად მიიჩნევა. აბაზანა პატარა აუზს წარმოადგენს, რომელიც მიწისქვეშა წყლით ივსება და საკმარისად ღრმაა სრული ჩაძირვისთვის.გათხრებისას ასევე აღმოჩენილ იქნა პატარა ზეთის სანათი მენორას გამოსახულებით. ოსტია ანტიკა იმპერიული რომის მთავარი საზღვაო პორტი იყო. ებრაელთა ყოფა ამ ქალაქში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველი  საუკუნიდან დასტურდება, ხოლო მეორე საუკუნეში აშენებული სინაგოგა ევროპაში უძველესად მიიჩნევა.ამ აღმოჩენამ გააძლიერა ისტორიული გაგება, როგორც კულტურათა თანაცხოვრების ნამდვილი გზაჯვარედინი.

ტოქსიკური ქაფი

1742808277

ტოქსიკური ქაფი თუ ბუნების საიდუმლო? - იდუმალი მოვლენა კალიფორნიის სანაპიროზე

Fox News-ის ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე იდუმალი ქაფი და მკვდარი თევზები გამოჩნდა, რამაც სანაპიროზე მყოფებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე სერფერმა და ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადეს, რომ განიცდიდნენ სუნთქვის გაძნელებას, ხველას და თვალების გაღიზიანებას.ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანახმად, აყვავებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალმცენარეების უკონტროლო ზრდა, "ტოქსინების წარმოქმნით, რომლებსაც შეუძლიათ თევზის, ძუძუმწოვრების და ფრინველების მოკვლა".ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები, ამბობს NOAA.მეცნიერები და გარემოს დაცვის სააგენტოები იკვლევენ ამ მოვლენას, რათა დაადგინონ, უკავშირდება თუ არა ეს ტოქსიკურ წყალმცენარეებს ან სხვა გარემოს დაბინძურების ფაქტორებს.

ყინულიანი სასმელი

1742469945

პოპულარული გამაგრილებელი სასმელი, ბავშვებში დაავადების საფრთხეს ქმნის - კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, პოპულარული გამაგრილებელი სასმელები, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებშია  მოთხოვნადი, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი იყოს.კვლევამ აჩვენა, რომ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში „ყინულიანი სასმელების“ მოხმარებამ ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული სასმელი შეიცავს გლიცეროლს, რომელიც გამოიყენება როგორც დამატკბობელი და ტექსტურის შემანარჩუნებელი. თუმცა, მისმა დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაქვეითებას), მეტაბოლური აციდოზი (სისხლძარღვში ლაქტური მჟავის დაგროვება) და ჰიპოკალემია  (კალიუმის დაბალი დონე), რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვების ჯანმრთელობისთვის.ბრიტანეთისა და ირლანდიის საკვები პროდუქტების სააგენტოებმა მშობლებს მოუწოდეს, რომ 4 წლამდე ბავშვებმა არ მიიღონ ასეთი სასმელები, ხოლო უფროსებმა ისინი ზომიერად მოიხმარონ.

ვისკი

1741872256

საიდუმლო ბოთლები ოკეანიდან - ნიუ ჯერსის სანაპიროზე 1930-იანი წლების ვისკი აღმოაჩინეს

ნიუ ჯერსის სანაპიროზე სეირნობისას, მამაკაცმა და მისმა ძაღლმა აღმოაჩინეს 11 დალუქული ვისკის ბოთლი, რომლებიც, სავარაუდოდ, 1930-იანი წლების "მშრალი კანონის" ეპოქიდან მოდის.ოსტინ კონტეჯიაკომომ, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვის წევრია, მარგეიტ პიერის მახლობლად სეირნობისას ბოთლებს შემთხვევით გადააწყდა. თავდაპირველად, მან იფიქრა, რომ ეს ნარჩენები იყო, მაგრამ ეტიკეტზე ,,Lincoln Inn"-ის წარწერა და ბოთლების იდეალური მდგომარეობა მის ყურადღებას არ გამორჩენია.მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ვისკი ეს ბოთლი, შესაძლოა, ალკოჰოლის კონტრაბანდას უკავშირდებოდეს, რომელიც  "მშრალი კანონის" პერიოდში კანადასა და აშშ-ს შორის აქტიურად მიმდინარეობდა. კონტეჯიაკომომ ბოთლები მეგობრებს გაუზიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი მთავარი ღირებულება ისტორიულ მნიშვნელობაშია და არა სასმელში.