იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ თქვენი ლეპტოპი, პლანშეტი ან ტელეფონი Wi-Fi ქსელში თქვენი სახლის გარკვეულ ზონებში ვერ ერთვება. ასეთ ზონებს "მკვდარ ზონებს" უწოდებენ, რადგან იქ სიგნალი ქრება. თუმცა, როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა საკმაოდ გავრცელებულია, მისი გამოსწორება შესაძლებელია.
"მკვდარი ზონები ჩვეულებრივ ჩნდება Wi-Fi როუტერისგან მოშორებით ყოფნის, კედლებისა და ავეჯის ბარიერების, სხვა ელექტრონული მოწყობილობების ჩარევის, როუტერის არასწორი მდებარეობის ან ამ ფაქტორების კომბინაციის შედეგად", – ამბობს CNET-ის ჭკვიანი სახლებისა და ქსელების ექსპერტი დჰრუვ ბჰუტანი.
როგორ აღმოვაჩინოთ Wi-Fi-ის "მკვდარი" ზონები?
სპეციალისტები გთავაზობენ სიჩქარის ტესტის ჩატარებას.
"მკვდარი ზონის დადგენის საუკეთესო გზა – ეს სიჩქარის ტესტის ჩატარებაა. ტესტის შემდეგ თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა ჩამოტვირთვისა და ატვირთვის სიჩქარე, ცვალებადობა და შეფერხება. საკმარისია ტელეფონი ჩართოთ იმ ზონაში, რომელიც შესაძლოა "მკვდარია", და იქ ჩაატაროთ ტესტი", – განმარტა CNET-ის წამყვანმა რეპორტიორმა ინტერნეტის თემაზე, ჯო სუპანმა.
ასევე, გაიარეთ სახლში და შეამოწმეთ კავშირი იმ ადგილებში, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. თუ რომელიმე ზონაში სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ნაწილებს, დიდი შანსია, რომ იქ "მკვდარ" ზონასთან გაქვთ საქმე.
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ ქსელის რუკის შექმნას. ბჰუტანი გირჩევთ გამოიყენოთ NetSpot და Fing აპლიკაციები, რომლებიც ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე.
"აირჩიეთ აპლიკაცია და გაიარეთ სახლში, რათა შეამოწმოთ კავშირი. აპლიკაციაში უნდა მოძებნოთ სექცია, რომელიც აჩვენებს სიგნალის სიმძლავრეს", – აღნიშნულია სტატიაში.
ამ მონაცემების აღნიშვნა ხშირად ხდება როგორც RSSI – მიღებული სიგნალის სიმძლავრის ინდიკატორი. ეს იზომება დეციბელ-მილივატებში (დბმ), და რაც უფრო ახლოსაა ნულთან, მით უკეთესი.
"თუ ინდიკატორი აჩვენებს -30 დბმ-ს, ეს ნიშნავს ძლიერ Wi-Fi სიგნალს, ხოლო -70–დან -80 დბმ-მდე უკვე სუსტი სიგნალია. თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, დიდი ალბათობით, სიგნალი გამოუსადეგარია", – ამბობს ბჰუტანი.
რატომ ჩნდება"მკვდარი" ზონები
ფიზიკური ბარიერები დიდ როლს თამაშობენ. რაც უფრო მეტი კედელია, განსაკუთრებით სქელი კედლები, თქვენს Wi-Fi როუტერსა და მოწყობილობებს შორის, მით სუსტია სიგნალი. დიდი ავეჯი, მეტალის ტექნიკა, სხვა Wi-Fi მოწყობილობები და თუნდაც აკვარიუმები, ასევე შეუძლიათ შთანთქან ან დაბლოკონ Wi-Fi სიგნალი, – აცხადებენ CNET-ში.
სხვა შესაძლო მიზეზები
მდებარეობა
Wi-Fi როუტერის მდებარეობაც ძალზე მნიშვნელოვანია.
თუ მას მოათავსებთ ტელევიზორის თაროს ქვეშ, შესაძლოა ეს ესთეტიკურად კარგი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ შედეგად "მკვდარი" ზონები გაჩნდება.
სუპანი გვირჩევს როუტერის განთავსებას სახლის ცენტრალურ ნაწილში, კედლებისგან მოშორებით და იატაკიდან რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე.
ანტენების კორექტირება
თუ თქვენს როუტერს აქვს მოძრავი ანტენები, სცადეთ მათი პოზიციის შეცვლა და დააკვირდით, გაუმჯობესდა თუ არა სიგნალი.
სპეციალისტები გირჩევენ, ანტენები სხვადასხვა მიმართულებით მიმართოთ, რათა უზრუნველყოთ უკეთესი სიგნალი ყველა მოწყობილობისთვის.
გადატვირთვა
ეს ხშირად ტექნიკური მხარდაჭერის პირველი რეკომენდაციაა.
როუტერის გადატვირთვა – მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯია პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ისევე როგორც კომპიუტერისთვის ან ტელეფონისთვის, როუტერსაც სჭირდება პერიოდული გადატვირთვა, რათა გაიწმინდოს ქეში, გამოსწორდეს ხარვეზები და განახლდეს პროცესები.
გადატვირთვისთვის უბრალოდ გამორთეთ როუტერი ქსელიდან, დაელოდეთ 30 წამს და კვლავ შეაერთეთ.
ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნებათუ გადატვირთვამ არ უშველა, სცადეთ როუტერის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება.