ვინ მიიღებს, ერთჯერადად, 1000 და 2000-ლარიან დახმარებას - მთავრობის განკარგულება ცნობილია
1746560180
Fox News-ის ინფორმაციით, პერუში, კარალის უძველეს ქალაქთან ახლოს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 5,000 წლის ქალის ნეშტი, რომელიც ერთ დროს ნაგავსაყრელად გამოყენებულ ადგილას იყო დამარხული.
ქალის ნეშტს შემორჩენილი ჰქონდა კანი, თმა და ფრჩხილები, რაც განსაკუთრებით იშვიათია ასეთი ძველი ნამარხებისთვის. იგი გახვეული იყო ფერად ქსოვილში და მორთული იყო მაკავეს ბუმბულებით.
სპეციალისტების შეფასებით, ქალი 20-დან 35 წლამდე ასაკის იყო. საფლავში ასევე აღმოჩნდა სხვადასხვა ცერემონიალური ნივთები: ტუკანის ნისკარტი, ქვის თასი და ჩალის კალათა.
აღმოჩენა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ კარალის ცივილიზაციაში ქალებს მაღალი სოციალური სტატუსი ეკავათ. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ქალი შესაძლოა საზოგადოებრივ ან რელიგიურ ელიტაში შედიოდა.