ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
არსებობს მრავალი სამეცნიერო მიზეზი, რამაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ არ მოგიტეხიათ ძვალი არასდროს.
გთავაზობთ სამედიცინო მიზეზების ჩამონათვალს, თუ რატომ გაგიმართლათ:
გენეტიკა და ძვლებთან დაკავშირებული დაავადებები
როგორც უმეტეს შემთხვევაში, გენეტიკა შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს იმაში, თუ რატომ არ მოგიტეხიათ კოჭი ან მაჯა.
თქვენი გენეტიკა გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე, ზოგიერთ ადამიანს უვითარდება გენეტიკური მუტაციები, რაც მათ საშუალებას აძლევს ჰქონდეთ მკვრივი ძვლები. ამასობაში, მათ, ვისაც ოჯახში ჰქონიათ ძვლების ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ოსტეოპოროზი, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
კვლევები აჩვენებს, რომ ჰორმონებთან დაკავშირებული გარკვეული დარღვევები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიური ფუნქცია ან ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონის შემცირება, იყოს სუსტი ძვლების მიზეზი.
დიეტა და ცხოვრების წესი
დიეტა და ცხოვრების წესი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენი ძვლების ჯანმრთელობაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, კალციუმისა და D ვიტამინის (რომელიც ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში ეხმარება) შემცველი საკვების მიღება უმნიშვნელოვანესია ძვლების მოვლისთვის.
მოზრდილებს ურჩევენ დღეში დაახლოებით 700 მგ კალციუმის მიღებას, რომელიც შემდეგ პროდუქტებში გვხვდება:
რძის პროდუქტები (რძე, ყველი, იოგურტი)
ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, კომბოსტო
ტოფუ, სოიოს მარცვლები და მცენარეული რძე დამატებული კალციუმით
თხილი
რეგულარული ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ ძვლების სიმტკიცის გაზრდაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ვარჯიში ან რაიმე სპორტით დაკავება არ ზრდის ტრავმის მიღების რისკს, მათ შორის ძვლების მოტეხილობის.
ასაკი
ძვლის სიმკვრივე კლებას ოცდაათი წლის ბოლოდან იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვობიდან ძვლის მოტეხილობის გარეშე თავის დაღწევა არ ნიშნავს, რომ საფრთხე აღარ არსებობს.
ცხოვრების წესის არჩევანი ასევე განსაზღვრავს ძვლის მოტეხილობის ალბათობას, რადგან სპორტსმენები და ექსტრემალური სპორტის მოყვარულები უფრო ხშირად აღმოჩნდებიან ამ მდგომაროებაში.
მენოპაუზის გავლა ასევე ზრდის ძვლის მოტეხილობის რისკს, რადგან ესტროგენის დონე მცირდება.
ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ნამდვილად იღბლიანია
ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ფისქიკურ ჯანმრთელობასაც. უამრავი კვლევა არსებობს, რომლებიც იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩვენს ფიზიკურ სხეულზე. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანებს უმართლებთ და ისე ცხოვრობენ, რომ არაფერი არ აქვთ მოტეხილი.