მდინარე ალაზანში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო
1753287002
აშშ-ში, ვაიომინგის შტატში, ეროვნულ პარკ „გრანდ-ტიტონში“ ბინადრობს მელა, რომელიც ტურისტების ფეხსაცმელს იპარავს.
The New York Times-ის ინფორმაციით, ოთხფეხა ქურდმა ამ დროისთვის 32 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა, რომლებიც ტურისტებმა საკუთარ კარვებთან ტოვებდნენ.
„იძებნება დიდი ოდენობით ქურდობისთვის. დანაშაული: დატოვებული ფეხსაცმლის (უფრო გემრიელია) და ტურისტების სიამაყის მოპარვა“, - აღნიშნულია ეროვნული პარკების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც პოსტერიც დაურთეს. მასზე მელაა გამოსახული, რომელსაც პირში ფეხსაცმელი უჭირავს.
სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ზოგი ვიზიტორი როგორც ჩანს განზრახ უტოვებს ქურდბაცაცა მელას ფეხსაცმელს, საჩუქრის სახით.