1753301989
მდინარე ალაზანში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა.
ბიჭი წყლის მორევმა ჩაითრია და იქ მყოფმა პირებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის ცხედარს რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად, სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მიაკვლიეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.