„წყვილი გრძნობებს აღარ მალავს...“ - კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს პირველი საჯარო გამოჩენა

კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს პირველი საჯარო გამოჩენა

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა კეტი პერიმ და კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურეს. წყვილი 8 ივნისს ნიუ-იორკში, Tribeca-ს კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდა.

41 წლის მომღერალი და 54 წლის პოლიტიკოსი ღონისძიებაზე ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდნენ, ერთმანეთს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ და გრძნობებს საჯაროდაც არ მალავდნენ.

აქამდე კეტი პერი და ჯასტინ ტრუდო ურთიერთობას საზოგადოებისგან მალავდნენ. მედიაში მხოლოდ პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები ვრცელდებოდა, რომლებიც მათ ფარულ შეხვედრებს ასახავდა.

კინოფესტივალზე ერთობლივი გამოჩენით წყვილმა ყველა ეჭვს წერტილი დაუსვა და საზოგადოებას აჩვენა, რომ ურთიერთობას აღარ მალავს.

ცნობისთვის, კეტი პერი ადრე მსახიობ Orlando Bloom-თან იყო დაქორწინებული. მათ საერთო ქალიშვილი, დეიზი ჰყავთ.