საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ინგლისში, აუქციონზე Henry Aldridge & Sons „ტიტანიკთან“ დაკავშირებული ნივთები გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლოტი ჯიბის საათი იყო, რომელიც ვინმე ოსკარ სკოტ ვუდის ეკუთვნოდა. ის £98 ათასად გაიყიდა. ვუდი ცნობილი გემის აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. მისი საათის ატლანტის ოკეანიდან კატასტროფიდან ერთი თვის შემდეგ ამოიღეს და მის მეუღლეს გადასცეს.
საათის გარდა აუქციონზე გაიყიდა გემის პირველი კლასის მენიუ, რომელშიც £50 000 გადაიხადეს, პირველი კლასის მგზავრთა სიაში კი მყიდველმა £41 000 გაიღო.

