ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც, წლის ბოლომდე, ნამდვილი სასწაული მოხდება
1765741456
მომღერალი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართავს და მოუწოდებს, სხვების სიამოვნებას ნუ გადააყოლებენ საკუთარ პიროვნებას.
„მოუარე საკუთარ სხეულს, სულს, გონებას და განავითარე ის“, – ურჩევს თათა გამომწერებს.
„შენ არ დაბადებულხარ იმისთვის, რომ ყველას უყვარდე. ამიტომ: ყოველთვის იყავი ის, რაც ხარ და სხვების სიამოვნებას ნუ გადააყოლებ საკუთარ პიროვნებას. იყავი კეთილიც, თბილიც და მზრუნველიც, მაგრამ მხოლოდ მათ მიმართ – ვინც ამას იმსახურებს! (ქველმოქმედება გამონაკლისია). ნურავის დააყენებ შენს სიამოვნებაზე წინ (ეგ უნდა დაიმსახურონ იგივეთი). იპოვე შენი პირადი მიზანი – თუ არ იცი რა არის შენი მიზანი, აუცილებლად დამარცხდები. იცხოვრე ჯერ საკუთარი თავისთვის და მერე ყველა სხვა დანარჩენისთვის
მოუარე საკუთარ სხეულს, სულს, გონებას და განავითარე ის“. – წერს თათა გიორგობიანი.