tata giorgobi

ტაბლოიდი 1710887134

ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს - თათა გიორგობიანი

იღბალი და შრომისმოყვარეობა - რომელი განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი კარიერის თუ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და როგორ უნდა გააძლიერო საკუთარი თავი – ამაზე მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი გვესაუბრება.  თათა გიორგობიანი: თავი საკმაოდ იღბლიან ადამიანად მიმაჩნია. ჩემი ცხოვრების ბევრ ეტაპზე სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი შანსები გამოჩნდა. საერთოდ, ვფიქრობ, ადამიანი შინაგანად რა განწყობაზეც არის, ისეთივე მდგომარეობებსა და სიტუაციებს იზიდავს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ, მაგრამ მათი ენერგია ნაყოფიერად არ იხარჯება, არ აქვთ თვალსაჩინო შედეგები. ასეთი ადამიანები სულ წუწუნებენ, მუდმივად ნეგატივს ასხივებენ და საკუთარი წარმატების თვითონაც არ სჯერათ. შესაბამისად, მათი ცხოვრებაც ასე ეწყობა, აღარც უმართლებთ.– გქონია მომენტი, როცა „ცუდ ტალღაზე“ ყოფილხარ, მაგრამ მოგიხერხებია მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა?– ეს უფრო ადრე იყო, წლების წინ. შემდეგ თითქოს ალღო ავუღე მოვლენებს. ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, როგორი ცუდი პროცესების წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ყველაზე მძიმე კი საყვარელი ადამიანების დაკარგვაა, ამ შემთხვევაშიც კი, უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ ესეც რაღაცას გასწავლის. ამის გამო შენ შეიძლება, დაინგრე, დასუსტდე და ცხოვრება აგერიოს, მაგრამ არსებობს მეორე გზაც – შეგიძლია უფრო გაძლიერდე, მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანო და ისე იცხოვრო, როგორც შენს საყვარელ ადამიანებსაც გაუხარდებოდათ.უკვე ბევრი წელია, მოვლენებს პოზიტიური პრიზმიდან ვუყურებ. რაც არ უნდა მოხდეს, ვცდილობ, სასოწარკვეთას არ მივეცე. მცირეხნიანი უკმაყოფილება და ცუდი განწყობა ბუნებრივი მდგომარეობაა. შეიძლება, ვერ გამოვიძინო, რის გამოც თავი მტკიოდეს და ამის გამო ვიყო უხასიათოდ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ხანგრძლივ ნერვიულობამდე და ღრმა დეპრესიამდე არ მივიდე. ზღვარს ყოველთვის ვიჭერ. ჩემს თავს ყოველდღიურად ვახსენებ, თუ რა ბედნიერი ადამიანი ვარ და რამდენი რამ მაქვს. მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი ასე უნდა ცხოვრობდეს. ვფიქრობ, რომ დილა აუცილებლად მადლიერებით უნდა დავიწყოთ და საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ შეიძლებოდა, საერთოდ არაფერი გვქონოდა. ეს დამოკიდებულება ძალიან მეხმარება.ლამაზი და წარმატებული ქალების რომ ეშინიათ კაცებს, ეს მითი, ალბათ, დაამსხვრია.– მაპატიონ, მაგრამ მგონია, რომ ძლიერ კაცებს არ ეშინიათ (იცინის). ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს. ყველაფერში შეიძლება, არა, მაგრამ ზოგადად, ქალს კაცში იზიდავს დომინანტობა. ეს არ ნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანები არ უნდა იყვნენ ან ჩაგვრას უნდა ჰქონდეს ადგილი, უბრალოდ, მამაკაცი ფიზიკურად უფრო აქტიური როლის მატარებელია, ვიზუალურადაც უფრო დიდია და დამცველობითი ფუნქცია აქვს – ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, მგონია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის ასეა – ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა. თუმცა, მთავარი სიყვარული, პასუხისმგებლობა და მეგობრობაა.წყარო: თბილისელები

თატ

ტაბლოიდი 1708408080

ნახეთ, თათა გიორგობიანის რომანტიკული კადრები ზამთრის არდადეგებიდან

ღამის შოუს" ბენდის წევრი  თათა გიორგობიანი ინტერნეტს საკმაოდ ბევრ დროს უთმობს. მოგეხსენებათ, ის ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალურ ქსელში თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს. სასარგებლო და მარტივად გასაგები ფსიქოლოგიური რჩევების მიუხედავად, ადამიანების ნაწილს თათას ვიდეოების მიმართ აგრესია მაინც გაუჩნდა, განსაკუთრებით - თავდაპირველად, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წამოწყებული საქმე გაეგრძელებინა, პირიქით - აპირებს, ამ წამოწყებას უფრო სერიოზული, პროფესიული ელფერი მისცეს...თათა, ახლა ქმართან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს: "მიყვარს ზამთარი",-წერს ის.

bavSvi wyali

რჩევები 1707976980

როგორ უნდა მიეჩვიოთ წყლის დალევას - 5 ოქროს მეთოდი

დღის განმავლობაში საკმარისი წყლის რაოდენობის დალევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევაა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გარანტიაა. თუმცა ამ მნიშვნელოვან ჩვევას, ყველაზე ხშირად ვივიწყებთ.ადამიანების უმრავლესობამ იცის, თუ რა მნიშვნელოვანია წყალი, თუმცა მისი საკმარისი რაოდენობით მიღების ჩვევა უბრალოდ არ აქვს. შესაძლოა ეს დატვირთული გრაფიკის ბრალია ან უბრალოდ წყლის გემო არ მოსწონთ. არსებობს რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ შევეჩვიოთ სასიცოცხლოდ აუცილებელი სითხის მიღებას:1. დააყენეთ ხმოვანი შეხსენება ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გზა, მობილურ ტელეფონზე, ხმოვანი შეხსენების ან „მაღვიძარას“ დაყენებაა. ყოველდღიურად 8 ჭიქა წყლის მიღებაა რეკომენდებული, ამიტომ, შეგიძლიათ ყოველ 2 საათში ან 1.5 საათში დააყენოთ შეხსენება. ასე არასოდეს გამოგრჩებათ წყლის დალევა და წყლის დღიურ დოზასაც მარტივად მიიღებთ.2. დალიეთ 1 ჭიქა წყალი სააბაზანო ოთახში შესვლამდე წყლის სმის ჩვევის გამომუშავება გაცილებით ადვილი გახდება, თუ უკვე არსებულ ყოველდღიურ ჩვევას დაუკავშირებთ. რა შეიძლება იყოს სააბაზანო ოთახში სიარულზე უფრო ყოველდღიური? არც არაფერი! ამიტომ შეგიძლიათ სააბაზანო ოთახის გამოყენებამდე ან მის შემდეგ, მომენტალურად დალიოთ 1 ჭიქა წყალი.3. შეიძინეთ წყლის ბოთლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც წყლის დალევა გვავიწყდება ისაა, რომ ფიზიკურად არ ვართ ახლოს წყლის ონკანთან ან დისპენსერთან. ამიტომ, სასურველია წყალი მუდამ თან იქონიოთ და არასოდეს დაგეზარებათ წყლის დასალევად მუშაობის შეწყვეტა ან სხვა ოთახის სტუმრობა.4. დალიეთ წყალი ჭამამდე კიდევ ერთი ყოველდღიური აქტივობა დღეში რამდენიმეჯერ საკვების მიღებაა. დაუკავშირეთ წყლის დალევა ჭამას - მიიღეთ წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე. დაიმახსოვრეთ, საკვების მიღების პროცესში არაა რეკომენდიებული წყლის დალევა.5. ჩართე მეგობრები თუ წყლის დალევა ზედმეტად მოსაწყენი პროცესია, შეგიძლიათ მხიარულ აქტივობად აქციოთ. ჩართე მეგობრები წყლის სმის მარათონში და აკონტროლეთ ერთმანეთი, ვინმეს წყლის დალევა ხომ არ გამორჩა?წყლის სმის ჩვევის გამომუშავება, ზუსტად ისეთი პროცესია, როგორც ნებისმიერი სხვა ჩვევის გამომუშავება. ადამიანის 75% წყალია, ამიტომ მისი ნაკლებობა მრავალი დარღვევის გამომწვევი მიზეზია. გამომშრალი კანი, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და თავის ტკივილი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, გამოიმუშავეთ წყლის სმის ჩვევა და შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ.ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

სიყვარული და ტვინი

მეცნიერება 1707934101

როგორ მოქმედებს სიყვარული ტვინზე - რას ამბობს მეცნიერება

სიყვარულს ხშირად გულთან აკავშირებენ, მაგრამ რას იტყვით ტვინზე? ამ სტატიაში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ მოქმედებს სიყვარული ტვინზე.როგორც ჩანს, სიყვარული ტვინის რეგიონებში მნიშვნელოვანი ქიმიკატების გამოყოფასთან არის დაკავშირებული. ეს Live Science-ს დოქტორმა გიულ დოლენმა განუცხადა. დოლენი ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნეირომეცნერების ასოცირებული პროფესორია.ტვინის ერთ-ერთი ასეთი რეგიონია ჰიპოთალამუსი. ეს ნუშის ზომის, მრავალფუნქციური რეგიონი ტვინში ათავისუფლებს ჰორმონ ოქსიტოცინს, ან რასაც დოლენი უწოდებს "სიყვარულის ქიმიკატს". ოქსიტოცინი არის სპეციფიკური ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს კავშირებს. ის გამოიყოფა მშობიარობის, ძუძუთი კვების, ორგაზმისა და ჩახუტების დროს ჰიპოთალამუსის უჯრედების მიერ ჰიპოფიზის ჯირკვალში.სიყვარულის ტიპები„პირველი, რაც უნდა განვმარტოთ, ისაა თუ რას ვგულისხმობთ სიყვარულში", — ამბობს დოლენი. "ინგლისურში ამის აღსანიშნავად ერთი სიტყვა გვაქვს. ბერძნებს სიყვარულის აღსანიშნავად ექვსი სიტყვა ჰქონდათ. ეს მოიცავდა სექსუალური ვნების, მეგობრობისა და ზოგადად კაცობრიობის სიყვარულს“.მსგავსად, სიყვარული ერთნაირად არ აისახება ტვინში და სიყვარულის სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა რომანტიკული სიყვარული, მშობლებთან კავშირი ან მეგობრული ურთიერთობა, განსხვავებულ მხარეებს მოიცავს.მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძნობები გარკვეულწილად მსგავს ქიმიურ ნივთიერებთანაა დაკავშირებული, ყველა არ მომდინარეობს ერთი და იგივე ნეირონებიდან ან ტვინის ნერვული უჯრედებიდან.დოლენმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ რომანტიკული სიყვარული მომდინარეობს მაგნოუჯრედული ან უფრო დიდი ნეირონებიდან ჰიპოთალამუსში, ხოლო სიყვარულის სხვა ფორმები მოდის პარვოცელულარული ან უფრო მცირე ნეირონებიდან. მათმა კვლევამ გამოავლინა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რომანტიკული სიყვარული აჭარბებს სხვა გრძნობებს.„მხოლოდ ზომას არ აქვს მნიშვნელობა", - თქვა დოლენმა. სიყვარული გამოყოფს ოქსიტოცინის 60000-დან 85000-მდე მოლეკულას მაგნოუჯრედულ ნეირონებში. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა ნეირონებში, რომლებიც ათავისუფლებენ 7000-დან 10000-მდე მოლეკულას.გამოყოფის შემდეგ, რომანტიკული სიყვარულისა და სხვა სიყვარულის ოქსიტოცინის მოლეკულები განსხვავებულად მოქმედებენ.როდესაც ოქსიტოცინი ტოვებს მაგნოუჯრედულ ნეირონებს (სასიყვარულო ოქსიტოცინის უჯრედებს), ის ხვდება სისხლძარღვში და მოცირკულირე ცერებროსპინალურ სითხეში. აქ ის ხვდება უჯრედებს, რომლებსაც აქვთ ოქსიტოცინის რეცეპტორები. რეცეპტორების პასუხი განსხვავდება ორგანოების მიხედვით და მოიცავს სტრესის რეაქციის ჩახშობას - შესაბამისად, სიყვარულის გრძნობებს, მათ შორის მიჯაჭვულობასა და ეიფორიას.„დიდი სიყვარული ტვინს ცვლის. ამიტომაც ყველაფერი ლამაზია და ცუდი დეტალები უბრალოდ აღარ ჩანს", - თქვა დოლენმა.კვლევები თაგვებზეკვლევის ერთ-ერთი შეზღუდვა ის არის, რომ კვლევის მონაწილეთა უმეტესობა მღრღნელები იყვნენ და არა ადამიანები. მკვლევრები აკვირდებოდნენ ისეთ ქცევებს, როგორიცაა მოვლა ან შეწყვილება.ტვინის სკანირება, როგორიცაა ფუნქციური MRI, აკვირდება იმას თუ რამდენი სისხლი მიედინება ტვინის კონკრეტულ რეგიონებში. თუმცა, ეს ვერ განასხვავებს სიყვარულთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ნეირონებს ჰიპოთალამუსის სიღრმეში სხვა ნეირონებისგან.გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვების გამოყენებით, რომლებშიც კონკრეტული ნეირონები ანათებენ გააქტიურებისას, მკვლევრებს შეუძლიათ შეისწავლონ როგორ მოქმედებს სიყვარული ტვინზე.„ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ფლუორესცენცია ისე, რომ ნეირონები, რომლებიც სიყვარულთანაა დაკავშირებული პირდაპირ ანათებდნენ", - ამბობს დოლენი.სანდრა ლაგერსაგმა მისურის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შეისწავლა როგორ ცვლის სიყვარული ტვინს რეალურ დროში.მან და სხვა ნეირომეცნიერებმა მოახდინეს ტვინის სკანირება და დაადგინეს, რომ ტვინი უფრო მეტ ჟანგბადს იღებს, როდესაც ინდივიდები ხედავენ თავიანთი საყვარელი ადამიანების ფოტოებს, განუცხადა ლანგესლაგმა Live Science-ს.ლანგესლაგმა ასევე გამოიყენა ელექტროენცეფალოგრამა (EEG) ტვინის აქტივობის გასაზომად, მაშინ როდესაც სუბიექტებს აჩვენებდნენ საყვარელი ადამიანების ფოტოებს.ტესტებმა აჩვენა, რომ ადამიანების ტვინები "ბრწყინდება" საყვარელი პარტნიორის სურათების დანახვისას. ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

ძაღლი

მსოფლიო 1707931293

ძაღლებს ხშირად საკუთარი პატრონები ესიზმრებათ - კვლევა

ჰარვარდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ძაღლებს ხშირად საკუთარი პატრონები ესიზმრებათ. კვლევაზე ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კლინიკურმა და ევოლუციურმა ფსიქოლოგმა, დეირდ ბარეტმა სტუდენტებთან ერთად იმუშავა.შედეგების მიხედვით, ადამიანების მსგავსად, ძაღლებსაც ხშირად ყოველდღიურობის ფრაგმენტები ესიზმრებათ. რადგანაც სხვადასხვა კვლევის მიხედვით დადგინდა, თუ რამდენად დიდია იმ ადამიანების, გარშემომყოფებისა და, თუნდაც, ძილისწინა აქტივობის როლი იმაზე, თუ რა დაგვესიზმრება, "ყველა მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ძაღლების სიზმრებში სწორედ ისინი ჭარბობენ, ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებენ - ანუ პატრონები", - ამბობს პროფესორი ბარეტი.კვლევის ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ძაღლების ძილის ციკლი ადამიანის მსგავსია. ამიტომ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, როდის სძინავს მას ღრმად და, მეტად სავარაუდოდ, რა დროს ხედავს სიზმარს. ეს მათ ნეიროაქტივობაშიც აისახება.საინტერესოა ის დაკვირვებაც, რომ თუ ძაღლს პატრონი დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავს ნანახი ან მასთან საკმარისი დრო ვერ გაატარა, მისი ნეირონული აქტივობის სურათი უფრო დინამიკურია. ამიტომ პროფესორი ვარაუდობს, რომ რაც უფრო მეტად ენატრება მას პატრონი, მით მეტია მისი დასიზმრების ალბათობაც.ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

სიყვარული

რჩევები 1707930709

ფსიქოლოგებმა ფლირტის ტექნიკა გამოავლინეს, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებს

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მომუშავე ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ქალებისა და კაცებისთვის ყველაზე ეფექტიანი ფლირტის სხვადასხვა ტექნიკა გამოავლინა.სპეციალისტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნორვეგიაში მცხოვრები ჰეტეროსექსუალი სტუდენტები შეისწავლეს. კერძოდ, მათ კითხვარი შეავსებინეს, რომელშიც უნდა შეეფასებინათ, ფლირტის 40 ტექნიკიდან რომელია ყველაზე ეფექტური, ერთი მხრივ, ხანგრძლივი, მეორე მხრივ კი ხანმოკლე ურთიერთობების წამოსაწყებად. ასევე, ყურადღება გამახვილდა მათი სოციალურობის დონეზე, ასაკზე, რელიგიურობასა და სხვა ფაქტორებზე.კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალებისთვის, რომლებსაც ხანმოკლე ურთიერთობა სურთ, ყველაზე „მომგებიანი" სექსუალური იმპულსების გამოყენებაა, რათა პარტნიორი მიახვედრონ, რომ მისთვის ხელმისაწვდომები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრული ჩახუტება და ლოყაზე კოცნა ამისთვის საკმარისი არაა, არამედ სასურველია, უფრო ახლო და ინტიმური ფიზიკური კონტაქტი.რაც შეეხება კაცებს, მათ შემთხვევაში, ფიზიკურ კონტაქტთან ერთად, ღიმილი, საუბრისას ინტერესის გამოჩენა, კომპლიმენტების თქმა და პოტენციური პარტნიორის გაცინება ყველაზე მეტად ამართლებს. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი - კეთილშობილებისა და ურთიერთობისთვის მზაობის გამოვლენა.თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც, გარკვეულწილად, უნივერსალურია — იუმორი.აღმოჩნდა, რომ ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც კარგი იუმორი მიზნის მიღწევის, ინტერესის აღძვრის, საუკეთესო საშუალებაა. გამონაკლისი მხოლოდ ხანმოკლე ურთიერთობის მსურველი ქალები არიან. დანარჩენ შემთხვევებში, სხვისი გაცინების უნარი, ისევე, როგორც მოსაუბრის ხუმრობებზე თავად გაცინება, ადამიანს მიმზიდველს ხდის.იმათ, ვისაც იუმორის პრობლემა აქვთ, ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ დასაწყისში ფლირტისთვის თვალებით კონტაქტი და ღიმილი გამოიყენონ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Evolutionary Psychologyგამოქვეყნდაასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

თხა და ბავშვი

მეცნიერება 1707922980

თხებს ხმის დახმარებით ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობა შეუძლიათ

თხებს ხმის დახმარებით ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობა შეუძლიათ. კვლევა Animal Behavior-ში გამოქვეყნდა. როგორც მეცნიერები ამბობენ, თხებმა მხიარული და გაბრაზებული ხმების გარჩევის საოცარი უნარი გამოავლინეს, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ადამიანებისა და ცხოველების ემოციური კომუნიკაციის შესასწავლად.კვლევას ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, ალან მაკელიგოტი ხელმძღვანელობდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, უნარის განვითარება თხების მოშინაურების ხანგრძლივ პრაქტიკას და მათ მიერ კაცობრიობასთან გატარებულ დროს უკავშირდება.ექსპერიმენტი ინგლისში ჩატარდა. მკაფიო ემოციური ცვლილების დაფიქსირება თხების 75%-მა დანამდვილებით მოახერხა, რაც მათ ნეირონულ აქტივობაში პირდაპირ აისახა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ თხებს, კოგნიტიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ემოციური ვარიაციის, არამედ ადამიანის სახის გამომეტყველების ერთგვარი გაშიფვრაც შეუძლიათ. თხა ადამიანის გვერდით უხსოვარი დროიდან თანაცხოვრობს. რა საკვირველია, იგი მგრძნობიარეა ემოციური ნიშნების მიმართ, მაგრამ ექსპერიმენტმა მაინც ყველასათვის მოულოდნელი შედეგები დააფიქსირა", - ვკითხულობთ სამეცნიერო სტატიაში.დამტკიცებულია, რომ ადამიანის ემოციის ამოცნობა - ხმითა და გამომეტყველებით - ძაღლებსა და ცხენებსაც შეუძლიათ. ესეც მოშინაურების უხსოვარი პრაქტიკით აიხსნება.ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

დაიანა

რჩევები 1707922380

როგორ ებრძოდა პრინცესა დაიანა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას - ის, რაც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

მშობიარობის შემდგომი დეპრესია საკმაოდ რთული პრობლემაა, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება. ეს არის მენტალური დარღვევა, რომელიც ახალბედა დედებს ემართებათ. ბევრმა არ იცის, მაგრამ ამ პრობლემას პრინცესა დაიანაც ებრძოდა მას შემდეგ, რაც პირველი შვილი, უილიამი გააჩინა. მას არ შეეძლო ვინმესთვის ეთქვა თავისი სტრესის, შფოთვის, დარდის შესახებ და ცდილობდა ყველაფერს მარტო გამკლავებოდა.შვილის გაჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, მან ინტერვიუებში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მშობიარობის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. დაიანამ პრინცი უილიამი 1982 წელს გააჩინა და მაშინ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ის საკითხი იყო, რომლის შესახებაც საჯაროდ არავინ საუბრობდა. არათუ საჯაროდ, არც მეგობრებთან და არც ოჯახის წევრებთან არ განიხილავდნენ ამ თემას. პრინცესა დაიანა იმ უამრავ ქალს შორის იყო, რომლებიც პრობლემას მარტო, საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ. ყოველივეს შესახებ ლედი დიმ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაამხილა ენდრიუ მორტონთან ინტერვიუში, რომელმაც დაწერა წიგნი „დაიანა: მისი ნამდვილი ამბავი“.დაიანა ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება შვილის გაჩენის შემდეგ. „მე ძალიან ცუდად ვიყავი“, - ამბობს ის. სწორედ მაშინ დადგა დრო, როცა ყველაზე უკეთ გააცნობიერა, რომ ის იყო ცოლი, დედა და საჯარო ფიგურა, ხალხისთვის პრინცესა. ამბობს, რომ მის თავში ყველაფერი არეული იყო და ყველაფერზე ძალიან დარდობდა. „როცა ჩარლზი სახლში არ მოდიოდა, ან აგვიანდებოდა, პანიკაში ვვარდებოდი, ვფიქრობდი, რომ რაღაც ცუდი დაემართა, ვტიროდი, მაგრამ როცა მოვიდოდა, ის ვერაფერს ამჩნევდა, რადგანაც არაფერს ვაგრძნობინებდი და მშვიდად ვიჯექი“, - ამბობდა დაიანა.ამ პრობლემაზე პრინცესა დაინამ კიდევ ერთ ინტერვიუში BBC-ის, ჟურნალისტ მარტინ ბაშირს, 1995 წელს ესაუბრა.„ჯერ კიდევ მაშინ, როცა ორსულად ვიყავი და უილიამი დაბადებული არ იყო, ვგრძნობდი, რომ მთელი ქვეყანა ისე მიყურებდა, როგორც მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც შვილი უნდა გაეჩინა, რომ სხვა ფუნქცია არ მქონდა“, - იხსენებდა პრინცესა. მისი თქმით, ორსულობა ცხოვრებაში ძალიან რთული გამოცდილება იყო, მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მაშ შემდეგ, რაც ბავშვი გააჩინა და მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.„დილით უნდა ადგე მიუხედავად იმისა, რომ არ გინდა საწოლიდან წამოდგომა, ფიქრობ, რომ ვერავინ გიგებს, შენი არავის ესმის და საკუთარი თავის აღარ გჯერა. დეპრესია არასოდეს მქონია, ასეთი რამ პირველად მოხდა, ყველაფერი შეიცვალა, როგორც ჩემი სხეული, ასევე მთლიანად ცხოვრება“, - ამბობდა დაიანა. მისივე თქმით, ყველაფერი განსაკუთრებით მძიმე იმიტომ იყო, რომ საერთოდ არ ჰქონდა დრო საკუთარი თავისთვის, არ ჰქონდა პირადი სივრცე და ასევე არ ჰქონდა სათანადო მხარდაჭერა ოჯახის წევრებისგან. დაიანა ამბობდა, რომ დეპრესიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ოჯახურ ცხოვრებაზე.„გამუდმებით ვტიროდი, იმიტომ რომ მინდოდა უკეთესი ვყოფილიყავი, რომ გამეგრძელებინა ჩემი როგორც ცოლის, როგორც დედისა და როგორც უელსის პრინცესას ვალდებულებების შესრულება და მეშინოდა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერასოდეს დავძლევდი. ყველაფერი მტკიოდა“, - ამბობდა ლედი დი.მიუხედავად ამ პრობლემებისა, დაიანა საჯარო სივრცეში ცდილობდა იდეალურად მოერგო დედის, ცოლისა და პრინცესას როლი.„როცა საჯარო სივრცეში ვჩნდებოდი, ადამიანებისგან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი და მაშინ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ არ მქონდა დანებების უფლება, ეს თითქოს ძალას მმატებდა“, - უთხრა დაიანამ BBC-ის.რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში არ დარჩეთ მარტო, რომ პრობლემებზე ვინმეს ესაუბროთ?მშობიარობის შემდგომი დეპრესია, როგორც უკვე ვთქვით, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელზეც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ და მისი გადაჭრის გზებს ეძებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არავის უკვირს, მაგრამ საქართველოში საკითხის შესახებ მსჯელობა, განხილვა სულ ახლახან, ისიც მხოლოდ სოციალური ქსელების დონეზე დაიწყეს. არადა, ფსიქოლოგების თქმით, ეს ისეთი პრობლემაა, რომელმაც ადამიანი, შესაძლოა, თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. მათ შორისაა ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, სხეულის ფორმის შეცვლა და ა.შ. ბევრ ახალბედა დედას არ სძინავს სათანადოდ, არ აქვს დასვენებისთვის დრო, გვერდით არავინ ჰყავს, ვინც დაეხმარება. თანამედროვე ცხოვრებაში გვიწევს ბავშვზე ზრუნვას სამსახურიც შევუთავსოთ, რაც ურთულესი საქმეა და ხშირად ქალი მძიმე ფსიქოლოგიურ დარღვევამდე მიჰყავს. ამიტომაც, აუცილებელია პროფესიონალების ჩარევა, პრობლემაზე ღიად და ხმამაღლა საუბარი, ფსიქოლოგიური თერაპია, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა.ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

ანალიზი

მეცნიერება 1707920040

სისხლის ახალი ტესტი შიზოფრენიის რისკს ავლენს

შიზოფრენიის დროული დიაგნოსტირება გონებასა და სხეულზე მისი უარყოფითი გავლენის შემცირების საშუალებას იძლევა, თუმცა ადრეულ ეტაპზე სიმპტომების შემჩნევა ძნელია.ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შიზოფრენიის სიმწვავესა და რისკს ავლენს.„ფსიქოზი ადრეულ ზრდასრულობაში ვლინდება - სიცოცხლის ძირითად პერიოდში. სტრესი და ნარკოტიკები, მათ შორის მარიხუანა, გენეტიკური მოწყვლადობის დამაჩქარებელი ფაქტორებია.თუ ფსიქოზს უყურადღებოდ დავტოვებთ, ის ბიოლოგიურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად დაგვაზიანებს", — აცხადებენ სპეციალისტები. შიზოფრენია ტვინს რეალობის უწყვეტ აღქმაში უშლის ხელს და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. ამის მიუხედავად, მისი კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ, პირველ რიგში, დიაგნოზის დასმაა საჭირო. სისხლის ტესტი სწორედ ფსიქოზთან ასოცირებული ფიზიკური ცვლილებების, ბიოინდიკატორების, იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.მკვლევრებმა სისხლში ზემოხსენებული ცვლილებების კვალის შესასწავლად პაციენტთა 1-დეკადიანი მონაცემები გამოიყენეს და ახალი ტესტი შექმნეს. ზოგიერთი ასეთი ბიომარკერი ამჟამინდელი თერაპიების სამიზნეა, ანუ შესაძლებელია, შიზოფრენიის ადრეული დიაგნოსტირების შემდეგ მათ აღმოფხვრას ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებით ვეცადოთ.მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ ტესტზე ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გავლენის შესწავლაცაა საჭირო, მაგრამ ის, სავარაუდოდ, წელსვე იქნება ხელმისაწვდომი.  ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

ცოლ-ქმაფრი

ჰოროსკოპი 1707908802

ეს ადამიანები ერთმანეთისათვის არიან შექმნილნი - ზოდიაქოს წყვილები,რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს გარკვეული ნიშნები, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობიან და მათ შორის ყოველთვის ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობაა. ამავდროულად, დაასახელეს 13 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ცხოვრებაში ძლიერ კავშირს ქმნიან:1. ვერძი და მერწყულითავსებადობა: 100%ისინი ერთად არასოდეს მოიწყენენ. ეს ფაქტორი კი მათ კავშირს ძალიან საინტერესოს და სიცოცხლისუნარიანს ხდის. როგორც წესი, ქორწილიდან მრავალი ათწლეულის შემდეგაც კი არაფერი იცვლება. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ საკმაოდ ჰარმონიულად შექმნან ერთობლივი ოჯახური ბიზნესი და ამავდროულად, არც პირად ურთიერთობას მოაკლონ ყურადღება.2. კურო და კირჩხიბითავსებადობა: 93%ისინი ერთმანეთს სერიოზულად აღიქვამენ და სურვილებისა თუ მოთხოვნილებების შესახებ შესანიშნავად ესმით. კუროსა და კირჩხიბს შეუძლიათ, მჭიდრო ფიზიკური და ემოციური კავშირით იამაყონ. ორი მეოჯახე, საოცრად მგრძნობიარე და გულწრფელი ნიშანი ერთმანეთს შესანიშნავად უგებს და მყარ კავშირსაც ქმნის.3. ტყუპები და თხის რქათავსებადობა: 97%ამ ნიშნებს ფენომენალური სულიერი კავშირი აქვთ, რომლის დახმარებითაც ერთმანეთს შორიდან იზიდავენ. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრიდან მალევე აცნობიერებენ, რომ ერთმანეთის შესანიშნავად ესმით და იმდენი საერთო ინტერესი და ღირებულება აქვთ, რომ ერთად საინტერესო ცხოვრებას შექმნიან.4. კირჩხიბი და თევზებითავსებადობა: 90%ორი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ნიშანი, როგორც წესი, მყარ, საიმედო და ბედნიერ კავშირს ქმნის. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, უთქმელად ესმით დარდისა და სიხარულის შესახებ, შეუძლიათ, ერთმანეთის სასარგებლოდ რაღაცები დათმონ და პატივისცემა გამოხატონ. ვრცლად ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

მთვრალი კაცი

მსოფლიო 1707908320

არ ვიცი, რას ვაკეთებ – ინგლისში მთვრალმა მძღოლმა პოლიციაში დარეკა

ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციის ინფორმაციით, 12 თებერვალს მათთან უცნაური ზარი შევიდა. კაცი დისპეტჩერს ეუბნებოდა, რომ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და "არ იცოდა, რას აკეთებდა". მანვე აღნიშნა, რომ მძიმე შაბათ-კვირა ჰქონდა.„კაცი პოლიციას ურეკავს, რათა შეატყობინოს, რომ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავს. ეს ყოველდღე არ ხდება". - თქვა იორკშირის პოლიციამ.პოლიციის გამოძახების ადგილზე მისვლისას 52 წლის მამაკაცი გზის პირას, ფურგონში იმყოფებოდა. ოფიცრებმა მას ალკოჰოლზე სუნთქვის ტესტი ჩაუტარეს. შედეგები დაშვებულ ზღვარს სამჯერ აღემატებოდა.კაცი 12 თებერვალს დააკავეს, სამშაბათს, 13 თებერვალს კი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის ბრალი წარუდგინეს.  ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი

wizzair

საზოგადოება 1707904889

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან დააბრუნეს - ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა.flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია. ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება.მომხდართან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი - ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ".ასევე ნახეთ:VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზეკახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი