1745669285
„როგორც იქნა, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლისთვისაც ბევრი წელი ვიშრომე...“- რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია სოციალურ ქსელში საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
სოციალურ ქსელში მას ამ დროისთვის 230 ათასი გამომწერი ჰყავს. ამჯერად ბლოგერი საზოგადოებას ფოტოს უზიარებს, რომელზედაც წერს:
ვისაც ჰგონია, რომ ბევრს ვისვენებ, რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობ, აი აქაც კი! ოღონდ სასიამოვნოდ და ნაყოფიერად, ძალიან ჯანსაღ და სასამოვნო გარემოცვაში. ანუ, როგორც იქნა, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლისთვისაც ბევრი წელი ვიშრომე და ვიბრძოლე და ამასობაში, სულიერად ოკ და ფიზიკურადაც “საკაიფოდ” გავძლიერებულვარ, ხო?“,- წერს გურამ შეროზია.
View this post on Instagram