1691045330
შემოვარდა ოთახში, მიშველე ბებიაო... - სად ჰყავდათ რეალურად დამწყვდეული 8 წლის ბავშვი, რომელმაც ძალადობას თავი გაქცევით უშველა

წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.
„ბავშვი შემოვიდა ოთახში, მიშველე ბებიაო...ტალახიანი იყო, სისხლიანი...ძალიან ცუდად იყო ბავშვი. ყველაფერი გავხადე, რომ დავინახე ბავშვს ტანზე ჰქონდა ნაჭრილობები, კინაღამ შევიშალე, გამოვიძახე სასწრაფო. ბავშვმა მითხრა, მცემენო, მამწყვდევენო და გარეთ არ მიშვებენო. მე მითხრა, ოთახი რომ აქვთ ცალკე სიმინდისთვის, იქ მამწვდევენო. შეიძლება საღორეშიც ჰყავდათ დამწვდეული, მე რა ვიცი.“ - ამბობს ბევშვის ბებია სატელევიზიო კომენტარში.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოზარდზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ბავშვმა გაქცევა მოახერხა და საშველად მეზობლად მცხოვრებ, მამის მხრიდან დიდ ბებიასთან და ბიძასთან მივიდა.