„როგორ ათავსებ სამ შვილს, სწავლას და ოჯახს ერთმანეთს?“ - ლიზა ჩიჩუა გამომწერებს პასუხობს

ლიზა ჩიჩუა

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია, ცოტა ხნის წინ, მესამე შვილის მშობლები გახდნენ. პატარას ქეთო დაარქვეს, ლიზას დედის, ქეთი ასათიანის სახელი. როგორც ლიზა ამბობს, დედამ სამშობიარო ბლოკში სიძისგან გაიგო, რომ შვილს მის სახელს არქმევდნენ.

ცნობილია, რომ ლიზა სტუდენტია, მეექვსე კურსზეა და რეზიდენტურას ოფთალმოლოგიის განხრით აგრძელებს. გამომწერები ხშირად ეკითხებიან, პირადსა და სწავლას როგორ ათავსებს. მისი პასუხი ასეთია:

„მე ვფიქრობ, მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერში ხელს გიწყობს, გეხმარება და უპირობოდ უყვარხარ. მაშინ ყველაფერს შეძლებ. ჩემს შემთხვევაში ასეა, - წერს ლიზა.