რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
თურქეთში 6 თებერვალს, მიწისძვრით დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება და შესაბამისად, სატელევიზიო არხებზეც დაბრუნდა სერიალები და გასართობი გადაცემები.
ეკრანზე უკვე გამოჩნდა ქართველების საყვარელი ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც სერიალში „სხვისი შვილი“ მთავარ როლს თამაშობს.
სცენარის მიხედვით, სამუშაო კაბინეტში ნანას დაუვარდება იამანის ნივთი, რომელსაც ეძებს. დაბნეული ძიძა ნივთს პოულობს და უფროსს აწვდის...
როგორც აღმოჩნდა, ნანუკა იმდენად შევიდა როლში, რომ ნაპოვნი ნივთის მიწოდების დროს ქართულად ჩაილაპარაკა. აქ არის, აჰა ვიპოვე... ამ კადრზე ჰალილი დაბნეული სახით გადაღების შეჩერებას ითხოვდა და კითხულობს: „ჰა“ რას ნიშნავს?!
ფაქტმა ნანუკა ძალიან გაახალისა და შეეცადა გადამღები ჯგუფისთვის აეხსნა, რომ ქართულად მიმართა.
სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497