1745863963
რატომ არასდროს იცინის ვიქტორია ბეკჰემი

თუ ვიქტორია ბეკჰემის ფოტოებს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ ვარსკვლავი თითქმის არც ერთ ფოტოში იცინის. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილმა დიზაინერმა აღნიშნა, მას სიცილი არ უხდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტაბლოიდები წერენ, რომ როდესაც ვიქტორიამ ის ფოტოები ნახა, სადაც იღიმის, არ მოეწონა. ამიტომ, ვარსკვლავმა გადაწყვიტა სურათების გადაღებისას გაღიმებისგან თავი შეიკავოს.
დიზაინერის აზრით, მას სიცილი საერთოდ არ უხდება. ამიტომაც უწევს მისის ბეკჰემს სერიოზული ქალბატონის ამპლუაში ყოფნა.