რას წერს უცხოური გამოცემა ნუცა ბუზალაძის ნიშნობის შესახებ

nutsa

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო პერიოდია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ამბავს ხშირად უზიარებს გამომწერებს. 9 ივნისს მან მისი ნიშნობის შესახებ ამცნო ქართველ და უცხოელ გულშემატკივრებს. მისი რჩეული ცნობილი ამერიკელი აგენტი დარენ პრინსია.

ნუცამ ნიშნობა მეგობრებთან ერთად აღნიშნა

გამოცემა Entertainment Now ქართველი მომღერლის ნიშნობას ეხმიანება და ნუცას შესახებ წერს:

„American Idol“ 21-ე სეზონში ტოპ 12-ში მოხვედრიდან ორი წლის შემდეგ, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით „ნუცა“ , ამბობს, რომ მისი ოცნებები, საბოლოოდ, ახდება.

მომღერალი, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ჰოლივუდში ვარსკვლავობის ძიებამდე წლების განმავლობაში დუბაიში ცხოვრობდა. მას არა მხოლოდ წარმატებული საერთაშორისო მუსიკალური კარიერა აქვს, არამედ ახლა ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ცნობილ აგენტზე, დარენ პრინსზეა დანიშნული, რომელმაც მასთან 2023 წელს, „ამერიკულ აიდოლში“ მონაწილეობისთანავე გააფორმა კონტრაქტი.

„American Idol“-ში მისი ნახვის შემდეგ, პრინსი, რომელიც მრავალი ცნობილი ვარსკვლავის წარმომადგენელია, ნუცას წარმომადგენლობით დაინტერესდა და ისინი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პროფესიონალურად მუშაობდნენ ნუცას კარიერის განვითარებაზე.

ნუცა ბუზალაძემ არაერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, 2015 წელს „X ფაქტორში“, "Voice"-ში, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მან საქართველო "ევროვიზიაზეც" წარადგინა, თუმცა ნუცას უფრო დიდი კარიერა სურდა და ჰოლივუდზე ოცნებობდა", - ვკითხულობთ Entertainment Now-ზე.