1771362523
პატარძალმა ნიშნობის ბეჭდის დიზაინი დაიწუნა და საქმროს მისი გადადნობა მოსთხოვა
ბრიტანელმა პატარძალმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიშნობის ბეჭდის ფოტო, რომლის დიზაინიც არ მოეწონა. ეს არის ვერცხლის ბეჭედი, რომლის თავიც ძაღლის თათის ფორმისაა, თათში კი ბრილიანტია მოთავსებული. კიდევ რამდენიმე ბრილიანტია ცენტრალური ქვის ზემოთ. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
"მიყვარს ჩემი მომავალი ქმარი, მაგრამ ვაიძულე რომ ბეჭედი გადაედნო, რათა ძაღლის თათს არ მგვანებოდა. საღ აზრზე მყოფი რომელი ადამიანი ივლის თათის ფორმიანი ნიშნობის ბეჭდით?", - დაწერა მომავალმა პატარძალმა Facebook-ზე.
პოსტის ქვეშ მომხმარებლები მის აზრს დაეთანხმნენ, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობდნენ.











