17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ბრიტანელმა პატარძალმა პოტენციურ ფოტოგრაფს მოსთხოვა, რომ თუ მისი ოჯახი დაინგრევა და ქმარს გაშორდება, ფოტოგრაფმა საქორწინო ფოტოებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს. პატარძლის მიერ ფოტოგრაფისთვის მიწერილი წერილი Reddit-ზე გავრცელდა.
ფოტოგრაფმა ქსელში წერილის სქრინი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ის მზად არის ასეთ პირობებს დათანხმდეს. ფოტოგრაფისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 1.5 ათასი ფუნტი სტერლინგია.
პატარძალმა ფოტოგრაფს უთხრა, რომ თუ განქორწინდება, მას ქორწილის ფოტოები აღარ დასჭირდება. წერილის სქრინი ინტერნეტში ვირუსული გახდა.