17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა დიალოგისა და ორმხრივი ჩართულობის მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, საქართველო არაერთხელ გამოხატავდა ურთიერთობების განახლების მზადყოფნას.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ურთიერთობების განახლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს გარკვეულ ჩართულობას ორივე მხრიდან, რასაც ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ გარკვეული მზაობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის, რომ განვაახლოთ მუშაობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ორი ქვეყნისთვის, რა შეიძლება იყოს ორი ქვეყნის ინტერესებში ამ ურთიერთობებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიალოგის, როგორც პარტნიორობის აუცილებელ პირობაზე. მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ინტერესების მკაფიო განსაზღვრას უნდა ეფუძნებოდეს.
„პირველ რიგში, ეს მოითხოვს დიალოგს, პირველ რიგში, ეს მოითხოვს ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა უფრო ცხადად იყოს დანახული, თუ რა ინტერესებით მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში.