ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
აშშ-ში გაჩნდა ბავშვი, რომლის დედაც რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს - ქალი თებერვლიდან სიცოცხლის მხარდამჭერ აპარატზე იყო მიერთებული.
მაშინ ორსულმა ადრიანა სმიტმა კლინიკას ძლიერი თავის ტკივილით მიმართა. მას წამლები გამოუწერეს და სახლში გაუშვეს, თუმცა მეორე დღეს მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო - აღმოაჩნდა, რომ მას თავის ტვინის სისხლძარღვებში თრომბები აქვს. რამდენიმე საათში ექიმებმა პაციენტი გარდაცვლილად გამოაცხადეს.
მაგრამ ჯორჯიის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ორსულობის შეწყვეტა თუ ნაყოფი 6 კვირაზე დიდია აკრძალულია, ამიტომ სმიტი არატზე მიაერთეს. რამდენიმე დღის წინ მას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. მისი ვაჟი ჩენსი მხოლოდ 900 გრამს იწონის. ბავშვზე ადრიანას დედა ეიპრილ ნიუკირკი იზრუნებს.
„ჩვენ არჩევანი არ გვქონია. ეს ბავშვი გვინდა, ის ჩემი შვილის ნაწილია, მაგრამ გადაწყვეტილება აპარატთან მიერთების შესახებ ჩვენ, ოჯახს უნდა მიგვეღო და არა სახელმწიფოს“, - განაცხადა ნიუკირკმა.
აპარატი, რომელზეც სმიტი იყო მიერთებული სამშაბათს გამორთეს.