წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
მსოფლიოში ყველაზე შეუხედავი ძაღლის ტიტული არიზონელმა ცუგამ მოიპოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე შეუხედავი ძაღლების სილამაზის კონკურსი ცოტა ხნის წინ კალიფორნიაში გაიმართა.
ძაღლის, სახელად „მისტერ ბედნიერი სახე", პატრონი ჯანედა ბანელი აცხადებს, რომ მან ცუგა თავშესაფრიდან გასული წლის აგვისტოში აიყვანა და პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა.
„მას ყველაზე საყვარელი სახე აქვს მთელ მსოფლიოში. როგორც კი დამინახა ჩემკენ წამოვიდა და მივხვდი, რომ ის უნდა ამეყვანა",- აცხადებს ჯანედა.