როდიდან მოიმატებს ტემპერატურა +32 გრადუსამდე
1778689342
ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელიც მეუღლეს, სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!
მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...
ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შესახებ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.
ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!
დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!" - წერს თამუნა მუსერიძე.
რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ ისაუბრა.