თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მუსიკას შეხებით მოუსმენთ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მალაგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს აუდიო-ტაქტილური ალგორითმი, რომელიც მელოდიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვიბრაციის სახით გადმოსცემს. პროტოტიპი სმენადაქვეითებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, მუსიკას შეხების საშუალებით მოუსმინონ. მკვლევართა ნაშრომი ჟურნალში LNCS გამოქვეყნდა.
პროტოტიპი, კერძოდ, აუდიო-ტაქტილური ალგორითმისაგან შედგება, რომელიც მონოფონიურ მუსიკას ხელშესახებ სტიმულად გარდაქმნის. მკვლევრების თქმით, ეს „ნერვული სისტემის გატეხას ჰგავს, რომ რეალურ სტიმულზე განსხვავებული საპასუხო რეაქცია მიიღოს".
„ხანგრძლივ პერსპექტივაში ის გვინდა, რომ სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა მუსიკის „მოსმენა" შეძლონ", - ამბობს ნაშრომის მთავარი ავტორი პოლ რემაში.