რას ამბობს თქვენი დაბადების თარიღი თქვენს პიროვნებაზე
1755522525
ალაბამაში მცხოვრები ყოფილი სამხედრო 10 წლის განმავლობაში მეზობლისათვის წამლებს ანონიმურად, ისე ყიდულობდა, რომ მეზობელმა ამის შესახებ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთ დღესაც კაცმა გაიგო, რომ ფულის არქონის გამო მეზობელი, ხანდაზმული ქალი, თვიდან თვემდე წამლების სრულად შეძენას ვერ ახერხებდა. ის მოელაპარაკა ახლომდებარე აფთიაქის ადმინისტრაციას და მათ ყოველ კვირეულად 100 დოლარს ურიცხავდა, რაც შემდეგ ადგილზე, წამლების შესაძენად მისულ ქალს ექვითებოდა. კაცი აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი თანამშრომელია. მისი თხოვნით, აფთიაქის ადმინისტრაციას ქალისთვის არასდროს გაუმხელია მისი ვინაობა.
როგორც გაირკვა, ამ ფარული სიკეთის შესახებ თავად კაცის ოჯახსაც არ ჰქონდა ინფორმაცია. ქალი, რომლისთვისაც ის ფულს რიცხავდა, ცოტა ხნის წინ, პირველ იანვარს გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ გამჟღავნდა კაცის ვინაობაც.
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1755544725