გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
BBC-ის ინფორმაციით, ინგლისერ ფეხბურთელსა და ბიზნესმენს, დევიდ ბექჰემს მეფე ჩარლზის დაბადების დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე რაინდად აკურთხებენ.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 50 წლის ბექჰემი, 2003 წელს დაასახელეს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრად (OBE).
BBC Sport-ის ინფორმაციით, ახლა ის კიდევ ერთ საპატიო ჯილდოს მიიღებს, როგორც საკუთარი საფეხბურთო კარიერისთვის, ისე ბრიტანული საზოგადოების მიმართ გაწეული წვლილისთვის. ჯილდოს მიმღებთა სრული სია მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.
ბექჰემმა თავისი ქვეყნის სახელით 115 მატჩი ჩაატარა, ასევე თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედში, რეალ მადრიდში, LA Galaxy-ში, პარი სენ-ჟერმენში და მილანში. ბექჰემმა პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაასრულა.
რაინდის ტიტულზე ბექჰემი პირველად 2011 წელს იყო ნომინირებული.
ყოფილი ფეხბურთელი 1999 წელს დაქორწინდა მომღერალსა და დიზაინერზე, ვიქტორია ბექჰემზე. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს – ბრუკლინი, რომეო, კრუზი და ჰარპერ სევენი.
ბექჰემმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის მოპოვებაში და 2005 წლიდან UNICEF-ის ელჩია. UNICEF-მა – რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუცველ ბავშვებს ეხმარება – 2015 წელს დააარსა "დევიდ ბექჰემის UNICEF-ის ფონდი", ფეხბურთელთან ათწლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად.
2024 წელს ბექჰემი მეფის ფონდის ელჩი გახდა, სადაც მხარს უჭერს მეფე ჩარლზის საგანმანათლებლო პროგრამას.