1761855398
„დედა ბებიის ავადმყოფობის გამო ჩამოვიდა, 8 წელი არ მყავდა ნანახი...“ - გიორგი დიასამიძე პირადზე
 
                                                                „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გიორგი დიასამიძე ოჯახის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„დედაჩემი 15 წელი ემიგრაციაში იყო. საქართველოში უკვე ჩამოვიდა, 8 წელი არ მყავდა ნანახი. ბებიის ავადმყოფობის გამო მოუწია ჩამოსვლა. დედისერთა ვარ, დედა და ბებო მყავს. ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველ დღე სხედან და მიყურებენ, ძალიან მგულშემატკივრობენ“. - ამბობს გიორგი დიასამიძე.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










