„სულ ამბობდა, მე რომ მოვკვდები, მიტირებ?...“ - თაკო მთიულიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
1779308432
ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელია შვილიშვილმა, ლიზი დარასელიამ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ დედის პირად ცხოვრებასა და წარსულში არსებულ პროტესტზე გულწრფელად ისაუბრა.
კითხვაზე, შეძლო თუ არა დედის გათხოვებით გამოწვეული პროტესტის დაძლევა, ლიზი დარასელიამ აღნიშნა, რომ ბავშვობაში დედასთან მიმართებით გარკვეული ეგოიზმი ჰქონდა და უჭირდა იმის წარმოდგენა, რომ მამის შემდეგ მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდებოდა.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში დამოკიდებულება შეიცვალა და დღეს დედის მეუღლეს ძალიან აფასებს.
„ძალიან გაუმართლა… ძალიან მაგარი ადამიანია, მიყვარს და ვაფასებ, რადგან პირველ რიგში დედას აფასებს და დედაჩემი ძალიან ბედნიერია,“ - განაცხადა ლიზი დარასელიამ.