საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
მალდივებზე უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დაივინგ-კატასტროფად შეფასდა.
ვაავუს ატოლის წყალქვეშა გამოქვაბულში ხუთი იტალიელი დაიღუპა…მათ შორის გენუის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორი, მისი 20 წლის ქალიშვილი და საზღვაო ბიოლოგები.
ინსტრუქტორის ცხედარი თავიდანვე შესასვლელთან იპოვეს, დანარჩენი ოთხი კი გამოქვაბულის ყველაზე ღრმა, მესამე სექციაში, დაახლოებით 60 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს (სადაც ტურისტებისთვის ჩასვლა საერთოდ აკრძალულია).
საძიებო ოპერაცია იმდენად რთული და სახიფათო აღმოჩნდა, რომ მალდივის სამხედრო მყვინთავიც დეკომპრესიული დაავადებით დაიღუპა.
ცხედრების ამოსაყვანად ფინეთიდან სპეციალური ექსპერტების ჩაყვანა გახდა საჭირო...
რამ გამოიწვია ტრაგედია? - მთავარი ვერსიები
ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტები და ახლობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ:
ცუდი ამინდი: ტრაგედიის წინა დღეს რეგიონში ამინდის საფრთხის „ყვითელი გაფრთხილება“ იყო გამოცხადებული და ძლიერი, საათში 50 კილომეტრამდე სიჩქარის ქარი ქროდა. თუმცა, დაღუპული პროფესორის ქმარი აცხადებს, რომ მისი ცოლი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მყვინთავი იყო და შვილის სიცოცხლეს საფრთხეში გააზრებულად არასდროს ჩააგდებდა. მისი აზრით, წყლის ქვეშ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა.