კიბოს ერთ-ერთი უჩვეულო ნიშანი, შესაძლოა, ხელის თითებზე გამოჩნდეს - ონკოლოგი მიმართვას ავრცელებს
1795109076
ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერლის მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
გამოცემის ცნობით, ფილმ „მარიას“ რეჟისორი ჩილელი პაბლო ლარაინი იქნება. მას უკვე აქვს ბიოგრაფიულ ფილმებზე მუშაობის გამოცდილება. პაბლო ლარაინის გადაღებულია ფილმები „ნერუდა“, „ჯეკი“ და „სპენსერი“.
ფილმში მოვლენები 1970-იანი წლების პარიზში ვითარდება. სცენარის ავტორი სტივენ ნაიტი („ალესილი კეპები“) იქნება, რომელიც ლარაინთან „ჯეკის“ და „სპენსერის“ გადაღების დროსაც თანამშრომლობდა.